ცხრათვიანი შესვენების შემდეგ ამ მატჩში საქართველოს ნაკრების კანდიდატმა დავით დევდარიანმა კვლავ მოირგო გუნდის ფორმა.
"ორჰუსის" ვებგვერდმა 24 წლის ქართველ ნახევარმცველს ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.
* * *
"დავით დევდარიანი მზად არის, გუნდს დაეხმაროს და 13 ივლისს სუპერლიგის პირველ ტურში ითამაშოს. ქართველი ფეხბურთელი მოედანს ორშაბათს დაუბრუნდა და "ოდენსესთან" ტესტ-მატჩში მეორე ტაიმი ითამაშა.
დევდარიანი ამბობს, რომ სათამაშოდ მზად არის:
"ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი არ
ისევ გუნდის ნაწილი ვარ და ისევ ვვარჯიშობ. ცხრა თვე რომ გაგიცდება, ამის შემდეგ ესეც სასიხარულო ამბავია.
ტრავმის გამო გაცდენილი დრო ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა. ფეხბურთელისთვის ყველაზე მძიმე ხომ უთამაშებლობაა.
იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ამან სწრაფად გამიარა".
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, დევდარიანმა სწრაფად მოახერხა ოპტიმალური კონდიციების აღდგენა და ტესტ-მატჩშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა:
"თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით ვემზადებოდი. სიძნელეების დაძლევის გარეშე ძველებურ დონეზე თამაში შეუძლებელიც იქნებოდა".
ქართველი ნახევარმცველი ჯერ მზად არ არის, 90 წუთი რომ ითამაშოს, მაგრამ იმედოვნებს, რომ 13 ივლისს "ოლბორგთან" სეზონის პირველ შეხვედრაში გუნდს დაეხმარება:
"100 პროცენტით მზად არ ვარ, შეხვედრა შეუცვლელად რომ ჩავატარო, მაგრამ სასურველ ფორმას ვუახლოვდები.
ახლა 45 წუთი ვითამაშე და ესეც კარგი იყო. ვფიქრობ, სუპერლიგის რამდენიმე ტურის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ვიქნები, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ინტენსიურად ვითამაშებ".
დევდარიანი დაბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" გორის "დილასთან" დაეხმარება?
ავიაკომპანიებს დანიური "ორჰუსის" ფანების საქართველოში ჩამოყვანა არ უნდათ
დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!
დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"