ინტრიგა წინაა - თბილისის "დინამო" VS ბაქოს "ინტერი"

AutoSharing Option
თბილისში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 4 სექტემბერს მცხეთაში საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

კახა ცხადაძისა
და ზაურ სვანაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ინტერის" მეტოქე ცხინვალის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდი იყო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "ინტერმაც" არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა: ვლადიმერ ლევინი, ნიზამი გაჯიევი და ასიფ დაშდამიროვი აზერბაიჯანის ნაკრებში არიან გამოძახებულნი, გიორგი ლომაიამ, ბრიუს აბდულაიემ (კონგო) და პეტარ ზლატინოვმა (ბულგარეთი) თამაშს ტრიბუნიდან მიადევნეს თვალი.

პირველი ტაიმი ითამაშეს გიორგი ადამიამ და რევაზ თევდორაძემ, მეორე ტაიმში გამოცვალეს ბაჩანა ცხადაძე და ქართველებიდან მხოლოდ ვალერი აბრამიძემ (კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანა "ინტერი") და ილია
კანდელაკმა
იასპარეზეს 90 წუთი.

...როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საკონტროლო მატჩში "ინტერს" აშკარა უპირატესობა ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო: მაკედონიელი ნახევარმცველის, სლავჩო გეორგიევსკის ჩინებული გადაცემის შემდეგ ბაჩანა ცხადაძე "სპარტაკის" მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტადაც დაარტყა.

არადა, შესვენებამდე "ინტერს", სულ მცირე, სამბურთიანი უპირატესობა უნდა ჰქონოდა.

შესვენების მერე "ინტერის" უპირატესობა თვალსაჩინოზე მეტი გახდა და ჯერ ბაჩანა ცხადაძემ (პენალტით), შემდეგ კი ასიფ მამედოვმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში "ინტერიც", ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით თამაშობდა და მატჩის მიწურულს ერთი გოლიც "დაამატა". საბოლოოდ შეხვედრა "ინტერის" გამარჯვებით - 4:0 დამთავრდა.

მომდევნო სპარინგ-მატჩი კი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს: 8 სექტემბერს ბაქოს "ინტერი" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული