აშკარაა, რუსეთში წასულმა 26 წლის ფეხბურთელმა ვლადიკავკაზური კლუბის მესვეურებსა და გულშემატკივრებზე საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება მოახდინა.
შედეგად, ჩვენებურს ყურადღება გამოცემა "სპორტ ექსპრესმაც" მიაპყრო და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ შეძელით ასე სწრაფად და იოლად "ალანიას" გუნდსა და სათამაშო სტილთან შეგუება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩემპიონატი, საიდანაც
- ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი უმალ მანდობდა შემადგენლობაში ადგილს. ვფიქრობდი, რომ ახალ პარტნიორებთან შეგუება თავიდან ვარჯიშებზე მომიწევდა და მიუხედავად იმისა, რომ "ანჟისთან" დავმარცხდით, მწვრთნელის უზომო მადლიერი ვიყავი და მისი ნდობის გასამართლებლად თავი არ დამიზოგავს.
მადლობელი ვარ პარტნიორებისა და გულშემატკივრებისაც, რომლებმაც თბილად მიმიღეს. თუმცა, მოედანზე ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა, განსაკუთრებით "მორდოვიასთან" თამაშში. მომატებაა საჭირო და ვიცი, რომ უკეთესად შემიძლია თამაში, რასაც უახლოეს მატჩებში დავამტკიცებ.
- "ალანიაში" ჯერჯერობით მეორე, უკანდაწეულ ფორვარდად თამაშობთ. ეს პოზიცია თქვენთვის ჩვეულია?
- საერთოდ, ნახევარმცველი ვარ, თუმცა უფრო შეტევაზე ვარ მომართული. ისეთ ბრწყინვალე პარტნიორთან კი, როგორიც ნეკუა, თავს თავდასხმაშიც კომფორტულად ვგრძნობ.
- გიჭირთ რუსეთის ჩემპოინატში თამაში?
- არც ისე, როგორც წარმომედგინა. ალბათ იმიტომ, რომ სამშობლოში საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი - ჯერ თბილისის "დინამოსთან" ერთად გავხდი ქვეყნის ჩემპიონი, შემდეგ - "ზესტაფონში" ყოფნისას. "დილასთან" ერთად ევროპალიგაში ვითამაშე. სხვადასხვა დროს დამიცავს საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსება.
- უწინ საქართველოს ნაკრებში რეგულარულად გიწვევდნენ. ბოლო დროს რატომ აღარ ჩანს თქვენი გვარი გუნდის შემადგენლობაში?
- აქამდე საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი ჩავატარე, ხოლო რატომ არ მიწვევენ ეროვნულ გუნდში ამჟამად, ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.
იმედი მაქვს, "ალანიაში" კიდევ უფრო მოვუმატებ თამაშს, ვლადიკავკაზი კი ცხრა მთას იქით არაა თბილისიდან - სულ 200 კმ-ია და ნაკრების თავკაცს ჩემი ახალ გუნდში გარჯის შეფასება ადვილად შეეძლება.
- "ალანიას" პარალელურად, სხვა უცხოური კლუბებიც გიწვევდნენ?
- იყო გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში გადასვლაზე საუბარი, ასევე უკრაინულ კლუბზე. კონკრეტული წინადადებით, "ალანიას" გარდა, მხოლოდ ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" მომმართა, თუმცა მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა - მხოლოდ "ალანია"! რატომ? ვლადიკავკაზური კლუბს საქართველოში კარგად იცნობენ. ამ გუნდში ხომ რუსეთის ჩემპიონები ქართული ფეხბურთის აღზრდილები: ომარ თეთრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი გახდნენ.
გადავწყვიტე, რომ საზღვარგარეთ თამაში და განვითარება ჩემი სამშობლოს მეზობლად უფრო გამიადვილდებოდა. ამასთან, მინდა ისევე გავხდე რუსეთის ჩემპიონი, როგორც ეს ჩემმა წინამორბედებმა შეძლეს.
ასევე იხილეთ:
ლეგიონერები: შოთა გრიგალაშვილმა "ალანიაში" ერთი ტაიმი ითამაშა
შოთა გრიგალაშვილის დებიუტი და გია ნერგაძის ტიტული
შოთა გრიგალაშვილი: თუ "ალანიას" დასჭირდება, კარშიც დავდგები
osradio.ru: ოს პატრიოტებს "ალანიაში" ქართველის დანახვა არ სურთ