"ილიჩევეცის" მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილის "შახტარში" წასვლას უარყოფს

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გუნდის ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თორნიკე არსად წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემის, Football News-ის ცნობით, ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას დონეცკის "შახტართან" გაივლის. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები დონეცკურ კლუბს ეკუთვნის.

პავლოვის სიტყვებს უკრაინული სპორტული გაზეთი "კომანდა" ავრცელებს.

აქვე შემოგთავაზებთ თავად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სიტყვებს, რომელიც მან "ლელოს" განუცხადა:

"მეც ასე ვიცი, რომ იანვრიდან "შახტარში" დავბრუნდები. უკრაინიდან "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე დამიკავშირდა და დონეცკის კლუბში დაბრუნება მომილოცა. მეტის
თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია"
.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: დიახ, დონეცკის "შახტარში" დაბრუნება მომილოცეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული