ქართველებმა გერმანიისა და ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალს უწიეს

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა "ბოხუმი", რომლის ღირსებასაც ორი ქართველი იცავს. ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია, ალექსანდრე იაშვილი კი "მიუნხენ 1860"-თან გამართულ მერვედფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.

"ბოხუმმა" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა, იაშვილს კი საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

"ვიტესი" კი ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალშია. არნემელებმა საშინაო მერვედფინალურ შეხვედრაში ნამდვილი კატასტროფა, 10:1 აგემეს ქვედალიგელ ადო-ს. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა ამ ათი გოლიდან მის ანგარიშზე ერთიც არ არის.

გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი, მოგეხსენებათ, დიდი
ხანია, აღარ გამოჩენილან "ვიტესის" 18-კაციან განაცხადში.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, საკუთარ მოედანზე "პლატინუმ სტარსს" 2:0 სძლია.

ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

"მოროკა", რომელიც ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, მიმდინარე სეზონს არცთუ სახარბიელოდ ატარებს და მხოლოდ ელიტაში დასარჩენად იბრძვის. გასავარდნ ზონას ნერგაძის გუნდი ოთხიოდე ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული