შეგახსენებთ, რომ გურულის სატრანსფერო უფლებები უკრაინულ კლუბს ეკუთვნის, ხოლო "დილაში" იჯარის წესით იმყოფებოდა, რომლის ვადა ამოიწურა.
გურულმა გორის "დილას" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
გააგრძელებს თუ არა კარიერას "კარპატიში" ნახევარმცველი, ჯერჯერობით უცნობია. ქართველი ფეხბურთელი გუნდს შეკრებაზე გაჰყვება და რამდენიმე საკონტროლო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
საბოლოო გადაწყვეტილებას კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი მიიღებს.
უკრაინული გუნდი 13 იანვარს
24 იანვარს, ლვოვში დაბრუნების შემდეგ "კარპატი" მზადებას გააგრძელებს და 27 იანვარს კვლავ თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც უკვე სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 30 იანვარს ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება, ხოლო 2 და 13 თებერვალს ბულგარულ "ლიტეკსა" და სლოვენიურ "მარიბორს" შეხვდება.
კარპატელებს სპარინგ-პარტნიორები მესამე შეკრების დროსაც ეყოლებათ (ასევე თურქეთში), ამიტომ გურულს გამოჩენის შანსი ნამდვილად ექნება.
მესამე შეკრებიდან გუნდი 21 თებერვალს დაბრუნდება და უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩისთვის დაიწყებს მზადებას, რომელსაც ლვოველები "ტავრიას" წინააღმდეგ სტუმრად 2 მარტს გამართავენ.
აქვე გეტყვით, რომ ლვოვის "კარპატიში" ორი ქართველი ფეხბურთელი: ბუბა დაუშვილი და ლევან ყენია ირიცხებიან. გარდა ამისა, უკრაინულმა გუნდმა შესაძლოა ზაქარია ბეგლარიშვილიც დაიმატოს.
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: არ მინდა, მომავალშიც მქონდეს ტრავმები
ზაქარია ბეგლარიშვილი ლვოვის "კარპატიში"?