შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"

AutoSharing Option
სურათზე: მამუკა კობახიძე და გიორგი ჭანტურია "ალანიაში"

ვლადიკავკაზის "ალანიამ" სეზონისთვის მზადება დაიწყო. რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა თურქეთის ქალაქ ბელექში 14 ახალწვეული წაიყვანა.

მათ შორის, სამი ქართველია - "ზესტაფონის" მცველი მამუკა კობახიძე, "დაუგავას" და ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მამუკა ღონღაძე და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.

გუნდი ბელექში სამ შეკრებას ჩაატარებს, პირველ შეკრებაზე კი სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

საინტერესოა, რომ ჭანტურია და კობახიძე 4 წლის წინათ გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით "საბურთალოში"... თავდასხმაში ერთად თამაშობდნენ!

Sportall.Geდიახ, ასეა, 20 წლის
კობახიძე თავიდან შემტევი იყო და 2010 წელს მადრიდის "ატლეტიკოში" სწორედ ამ ამპლუაში ისინჯებოდა. ამპლუა მხოლოდ მერე შეუცვალეს.

2012 წელი ჭანტურიასთვის კარგად ვერ აეწყო, კლუბშიც ნაკლებად ათამაშებდნენ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც აღარ სწყალობდნენ, ეროვნულ ნაკრებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ჭანტურიას ხან ხასიათს უწუნებენ და ხან - ზედმეტ ინდივიდუალიზმს; ეს ნათლად გამოჩნდა თბილისში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების თამაშებიდან - ბურთის დათმობა ძალიან უჭირდა.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჭანტურია 19 წლის ბიჭია, რაც მთავარია, ნიჭიერია და ნამდვილად არ ღირს მისი გამეტება ისე, ახლა ბევრი რომ ამბობს - "ალანიაში" დაიღუპებაო.

გიორგის სხვებისგან ის გამოარჩევს, რაც ქართველ ფეხბურთელებს ასე აკლიათ - თავდაჯერებული, მებრძოლი და ჟინიანია.

"ვიტესის" ძირითადიდან ამოგდებამ და "ალანიაში" იჯარამ ფეხბურთელი ბევრ რამეზე დააფიქრა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კლუბიდან კარიერას ხელახლა აიწყობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვალერი გაზაევი: გიორგი ჭანტურია პერსპექტიული ფორვარდია
"ცსკა-ს გიორგი ჭანტურია არ მოეწონა და მისი იჯარით აყვანა გაზაევმა ისურვა"
გიორგი ჭანტურია: რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივდივარ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურია ქართული მენტალიტეტის სავალალო მსხვერპლია. მოსწავლეს პირველივე ვარჯიშზე ვასწავლი: თუ ჩემი დავალება ვერ შეასრულე მხოლოდ ჩემი ბრალია. ე.ი. კარგად ვერ გასწავლე. მწვრთნელებს წააკითხეთ აკაკის გამზრდელი და მიხვდებიან რაზე მაქვს ლაპარაკი!
guja_kakhadze
18:31 19-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული