ბაჩანა არაბული: ჯერ გორის "დილა", მერე "ფრანკფურტი"?

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული "დუისბურგის" შემდეგ მორიგ მეორებუნდესლიგურ კლუბში, "ფრანკფურტში" გასინჯეს.

როგორც "საბურთალოში" გვითხრეს, გერმანიაში ჩასულ კლუბის წარმომადგენელს, გოჩა თამაზაშვილს, "ფრანკფურტმა" მოთამაშისთვის ბევრად უფრო მისაღები პირობები შესთავაზა და გუნდი, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მე-8 ადგილზეა, მზადაა, ქართველი თავდამსხმელი დაიმატოს.

თუმცა ეს, სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება. მანამდე კი ბაჩანა საქართველოში დაბრუნდება და დროებით გორის "დილაში" ითამაშებს.

Sportall.Geეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც გორული კლუბის მთავარ მწვრთნელად ვალდას ივანაუსკასი დაინიშნა - ეს კიდევ ერთი სიახლეა. დიახ, გიორგი დარასელიას შემდეგ "დილას" სწორედ ლიტვის
ნაკრებისა და "ჰამბურგის" ყოფილი ვარსკვლავი გაწვრთნის.

რაც შეეხება ვალდას ივანაუსკასის სამწვრთნელო კარიერას: მუშაობდა იენის "კარლ ცაისში", ლიტვის 18-წლამდელთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, ლიტვის კლუბებში - "ბანგასა" და "შაულიაიში", შოტლანდიურ "ჰართსსა" და აზერბაიჯანულ "სუმგაითში".

ლიტველი სპეციალისტი არაბულს კარგად იცნობს. ივანაუსკასი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა და 18 წლის ქართველი თავდამსხმელის წაყვანას აპირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში - ბაჩო არაბული "დუისბურგში" ვარჯიშობს
ბაჩანა არაბული "ბოლონიაში"? "იუვენტუსმა" "საბურთალო" იტალიას დააახლოვა
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული