ბუნებრივად გაჩნდა იმის შანსი და მოლოდინი, რომ 30 წლის სირბილაძე კარიერას უფრო მაღალ დონეზე გააგრძელებდა, მაგრამ ჯერჯერობით იგი კვლავ "ინტერის" ფეხბურთელად რჩება და მისი მაისურით ფინეთის ლიგის თასის ორ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
თუმცა "ლელოსთან" საუბარში ირაკლიმ თქვა, რომ ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად "ინტერში" დარჩება.
საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და ახლა მთლიანად ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ მომავალზეც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომეცემა.
ამის შანსი ნამდვილად მაქვს, თუმცა ახლა კონკრეტული ვარიანტების დასახელება მიზანშეწონილი არ იქნება", - გვითხრა სირბილაძემ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფინეთის ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი - ვეიკაუსლიგა სტარტს 13 აპრილს აიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო
ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...
ირაკლი სირბილაძე ფინეთში საუკეთესოდ აღიარეს