გიგა ბეჭვაია რუსეთის პირველი ლიგის გუნდში დამკვიდრებას ცდილობს

AutoSharing Option
გიგა ბეჭვაია, რომელიც ბოლო პერიოდში გორის "დილაში" ასპარეზობდა, რუსული "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში ვარჯიშობს.

მან ამ კლუბის მიერ გამართულ საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - რუმინულ "კოსტულენთან" შეხვედრაში, რომელიც "ნეფტეხიმიკმა" 4:2 მოიგო, ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.

"ნეფტეხიმიკი" რუსეთის პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) ბინადარია, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და პრემიერლიგაში აღზევების შანსი აქვს.

ყაზანის "რუბანს" საბა კვირკველია სწორედ იქ ჰყავდა განათხოვრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული