ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ფეხბურთელით ინგლისის პრემიერლიგის "რედინგი" დაინტერესდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რიგის "სკონტოში" გაუშვეს.
დვალი იმედოვნებს, რომ ინგლისში თამაშის უფლების მისაღებად, გარკვეული პერიოდი ლატვიაში ითამაშებს, იცხოვრებს და ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, რაც "რედინგში" გადასვლას გაუადვილებს - ეს ნაბიჯიც ინგლისელებთან შეათანხმა.
"ლელო" მისი საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რადგან ახალგაზრდა ქართველი მცველი ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეუერთდა, მაგრამ საერთაშორისო ცნობარებს ჯერ დვალი კლუბის
რიგის "სკონტომ" შეკრება თებერვალში თურქეთში მოაწყო და ლაშაც გუნდს გაჰყვა, მაგრამ ქართველ მცველს ჯერ ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. საქმე ისაა, რომ "სკონტოს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ლიცენზირებას ვერ გადის. შესაბამისად, დღემდე ლატვიის ფედერაცია კლუბს ვერც ლიცენზირების სერტიფიკატს აძლევს და ვერც ტრანსფერების განხორციელების უფლებას.
მაგრამ რიგელები ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჩემპიონატის დაწყებამდე იმედოვნებენ და წესითა და რიგით, დვალი გუნდის წევრი მალე ოფიციალურად გახდება.
საინტერესო ამბავია: ლატვიის ფეხბურთის ფედერაციას სწორედ "სკონტოს" დამფუძნებელი გუნტის ინდრიქსონი პრეზიდენტობს, მაგრამ მოწესრიგებულმა ბალტიისპირელებმა სისტემა ისე ააწყვეს და ლიცენზირების ისეთი მკაცრი წესები დაამკვიდრეს, რომ ინდრიქსონი თავისიანებს ვერ ეხმარება. ეს ისე, ზოგიერთის საყურადღებოდ.
შეგახსენებთ, რომ "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გახლავთ, რომელმაც გუნდში კიდევ 2 ქართველი თავდამსხმელი მიიწვია: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, 18 წლის გიორგი გიორგაძე და 19 წლის ლევან ჭაჭიაშვილი. ეს უკანასკნელი ერთი ხანობა ტაშკენტის "ფახთაქორის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. მათ ტრანსფერებსაც ლიცენზირების პრობლემა აბრკოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის
ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი