ნუკრი რევიშვილის არშემდგარი ტრანსფერი გორის "დილაში"

AutoSharing Option
"ზესტაფონთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს ვალდას ივანაუსკასს ჰკითხეს, გავრცელდა ხმები, შესაძლოა, "დილაში" ნუკრი რევიშვილი ჩამოვიდესო.

"რევიშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით", - ასეთი იყო გორელთა დამრიგებლის პასუხი.

თუმცა გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ყველა ტრანსფერს დროულად აღრიცხავს.

შაბათს კი ვებგვერდზე ნუკრი რევიშვილის საკლუბო გრაფაში გორის "დილა" ჩაიწერა, ამ კლუბის ჯამური ფასი კი 7,075 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" მეკარის (რომლის მიახლოებითი სატრანსფერო ღირებულებაც 800 ათასი ევროა) დროებით საქართველოს ჩემპიონატში თამაში უდავოდ სენსაციური ამბავი იქნებოდა, გუნდისთვის კი
- დიდი პლუსი.

თუმცა "დილაში" ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა გვითხრა, რომ გორელთა ინტერესის მიუხედავად, "კრასნოდარი" ქართველს არ უშვებს: რუსებს ერთ-ერთი მეკარე დაუშავდათ, გუნდის მთავარ მწვრთნელს სლავოლიუბ მუსლინს ქართველი მეკარე სჭირდება და შესაძლოა, რევიშვილი მალე ისევ "კრასნოდარის" შემადგენლობაში ვიხილოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია
ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" ძირითადი მეკარე აღარ იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული