კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" "ნეფთჩის" კვალში უდგას

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბაქოს "ინტერი" "გაბალას" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, რითაც მეორე პოზიცია გაიმყარა და ჩემპიონატის ლიდერ "ნეფთჩის" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ინტერელი ქართველებიდან ამ შეხვედრაში მონაწილეობა ოთხმა მიიღო - კარში რევაზ თევდორაძე იდგა, ილია კანდელაკმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ბაჩანა ცხადაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვალერი აბრამიძე თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.

კახა ცხადაძის გუნდის კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ადამია, კვლავ ტრავმირებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული