გიორგი დარასელიამ რუსეთში პირველი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
18 მარტს რუსეთის პირველ დივიზიონში გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილი "სკა-ენერგია" ნალჩიკის "სპარტაკს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ხაბაროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო - ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილი და ოთარ მარცვალაძე კი, შესაბამისად, 72-ე და 81-ე წუთებზე შეცვალეს.

დარასელიას კიდევ ერთი შეგირდი - გოჩა ხოჯავა, თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

სპარტაკელი დავით სირაძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.

"სკა-ენერგიაც" და "სპარტაკიც" პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვიან. ელიტაში პირდაპირ აღზევება ორივეს გაუჭირდება, სამაგიეროდ, ამ კლუბებს პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: ყოჩაღ ფეხბურთელებს, ასეთ პირობებში თამაში რომ შეძლეს [VIDEO]
დარასელიას წარმატებული დებიუტი, მარცვალაძის გოლი, სალუქვაძის პასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული