22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც "ემპოლის" ღირსებას იცავს, იტალიის სერია B-ში სტუმრად "მოდენასთან" გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.
მჭედლიძე მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.
ამ დროისთვის "ემპოლი" 3:1-ს იგებდა. კლუბის მეორე ქართველი ლეგიონერი ირაკლი შეყილაძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.
"ემპოლი" 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და სერია A-ში დაბრუნების შანსი აქვს. მჭედლიძემ ამ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
საფრანგეთთან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"