პირველი შეხვედრა მის "ლეგიას" სტუმრად "რუხთან" 0:0 ჰქონდა დასრულებული, საპასუხო მატჩი კი ვარშაველებმა 2:1 მოიგეს და ორივე გოლი დვალიშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნა. სამ წუთში "რუხმა" თანაფარდობა აღადგინა, მე-60 წუთზე კი დვალიშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.
Video
ლადო დვალიშვილის დუბლი რუხის კარში
ლადო დვალიშვილის დუბლი რუხის კარში
"ლეგიას" საფინალო მეტოქე 17 აპრილს, კრაკოვის "ვისლასა" და ვროცლავის "სლასკის" დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი "სლასკმა" შინ 2:1 მოიგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი - პასუხი, თუ რატომ არ გვყავს წარმატებული ნაკრები [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ლადო დვალიშვილს გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყო [VIDEO]
დვალიშვილმა პოლონეთის თასზე გაიტანა, სირბილაძემ - ფინეთის [VIDEO]
ლადო დვალიშვილი "სუპერმენს" შეადარეს - "ლეგიასთან" ადაპტაცია არ გამჭირვებია