გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა: "ჟორდანიასთან ჯერ არ მილაპარაკია"

AutoSharing Option
”გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა” - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა "ნუსპორტმა" "ვიტესის" კაპიტნისა და საქართველოს ნაკრების მცველის, გურამ კაშიას ინტერვიუ.

* * *
კაშია, ისევე, როგორც "ვიტესის" ნახევარმცველი ტეო იანსენი, გუნდის მომავლის გამო წუხს. არნემული კლუბის კაპიტანმა არ იცის, სურს თუ არა ზაფხულიდან კლუბში თამაში.

ალბათ, ზაფხულში კლუბს ვილფრიდ ბონი დატოვებს და "ჩელსიში" გადავა. სავარაუდოდ, კლუბს შეიცვლიან პატრიკ ვან ანჰოლტი, ტომაშ კალაში და გაელ კაკუტაც.

გარდა ამისა, არ არის გარანტია, რომ მთავარ მწვრთნელად ფრედ რუტენი დარჩება.

"ორწელიწად-ნახევარში კლუბმა 6 მწვრთნელი შეიცვალა, რაც
საკმაოდ ბევრია და ამისგან დავიღალე. ყოველ ზაფხულს გუნდში დაბრუნებულს ახალი მწვრთნელი მხვდება. ლიდერობისთვის მებრძოლი გუნდისთვის მუდამ ასეთ გარემოსთან ადაპტირება ძნელია"
- ამბობს კაშია.

ქართველ მცველს "ვიტესთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს:

"ჩვენ თუ დღევანდელ შემადგენლობას შევინარჩუნებთ, მაშინ დავრჩები, მაგრამ თუ კვლავ სრულად შეიცვლება და ფეხბურთელებს ისევ მეორე გუნდიდან დავიმატებთ, მაშინ წავალ, რადგან ახალგაზრდებმა ჩემგან და სხვებისგან უნდა ისწავლონ და ამისგან დავიღალე. სტაბილურობა მინდა. ჩვენ ხომ უამრავი მოთამაშე გამოვცვალეთ.

მოთმინებით ვუყურებ მოვლენებს და არ ვამბობ, რომ აუცილებლად წავალ, მაგრამ თუ რომელიმე კლუბიდან კარგი წინადადება მექნება, უარი რატომ უნდა ვთქვა?"


მოტივაცია
კაშიას თანდათანობით ჩამოუყალიბდა შეგრძნება, რომ ერედივიზიეს დონისთვის გადაიზარდა:

"ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ, მეც გარკვეული შესაძლებლობები მაქვს. 25 წლის ვარ და აქაური კონკურენციისთვის გავიზარდე".

ის ამბობს, რომ ერედივიზიედან ფეხბურთელები უკეთეს ლიგაში მიდიან:

"ყოველწლიურად ჰოლანდიაში უამრავი ტრანსფერი ხორციელდება. ყველა კარგი ფეხბურთელი გაცილებით ძლიერ ლიგაში გადადის.

ვიცი, რომ კლუბი ყველაფერს ეცდება, რომ შემაკავოს, მაგრამ იმედია, ახლა ეს აღარ მოხდება. ბონის უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს და მისი კარგად მესმის, მაგრამ კლუბში განვითარებასა და ჩემპიონობაზე თუ ფიქრობენ, მაშინ ყველა ლიდერი უნდა შევინარჩუნოთ.

განვიხილე თუ არა ეს საკითხი კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანიასთან? არ გვილაპარაკია, მაგრამ იმედია, ასეც მოხდება".


ევროპა
"ვიტესმა" ბოლო ორი ტურის შეხვედრა "როდასთან" (3:3) და "ფეიენოორდთან" (0:2) ჩააგდო. კაშია აღიარებს, რომ არნემელებზე დიდი ზეწოლაა:

"სეზონის ბოლოა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გადავიღალეთ. თუმცა ძალიან დიდი ზეწოლაა, რადგან დიდი ხანია, გუნდი მეორე ადგილზე არ გასულა.

და თუ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ასეთ შემთხვევაში "ვიტესში" აუცილებლად დავრჩები. ძალიან მაინტერესებს, ამ დონეზე როგორ ვითამაშებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშიას გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები იწვევენ

მერაბ ჟორდანიას შეხვედრა აბრამოვიჩთან და პირველი მილიონები "ვიტესში"
გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?
გურამ კაშიას გოლი ესპანეთში და შოთა არველაძის რეპეტიცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული