გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
30 აპრილს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, კლუბი კი 6 000 მანათით დააჯარიმა.

კომიტეტის სხდომამ ასეთი განაჩენი ზაქათალელთა ქართველ დამრიგებელსა და კლუბს აზერბაიჯანის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო გამოუტანა.

"აზერსპორტის" ცნობით, ჩიხრაძემ "ბაკისთან" შეხვედრის დროს გულშემატკივარს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამას გარდა, "სიმურგი" დამატებით 1000 მანათითაც დააჯარიმეს, რისი მიზეზიც გუნდის ფეხბურთელთა მიერ აღნიშნულ მატჩში მიღებული 4 ყვითელი ბარათი გახდა.

ასევე იხილეთ:

გიორგი ჩიხრაძე: აზერბაიჯანში ფულს სხვა მიმართულებას
აძლევენ

გიორგი ჩიხრაძე: გუნდში ქართველების აყვანას არ ვეწინააღმდეგები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული