ქართველების "სკა-ენერგია" ნოვოსიბირსკში დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილი "სკა-ენერგია" ნოვოსიბირსკში ადგილობრივ "სიბირთან" 0:1 დამარცხდა.

ხაბაროვსკელებმა გოლი მატჩის 37-ე წუთზე მიიღეს და იმის მიუხედავად, რომ თამაშის გადასარჩენად საკმაო დრო ჰქონდათ, ქულის მოპოვებაც ვერ შეძლეს.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკიმ და ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშეს. სასტარტო თერთმეტეულში იყო ოთარ მარცვალაძეც, რომლის ნაცვლადაც 36-ე წუთზე მოედანზე გოჩა ხოჯავა შევიდა.

შოთა გრიგალაშვილი "სკა-ენერგიას" 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.

დარასელიას გუნდი პირველი დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძემ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა [VIDEO]
ოთარ მარცვალაძე: მათი ლოგიკით ქართველი და კორუფცია ერთი და იგივეა
ოთარ მარცვალაძის გოლი 28-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]
სკანდალი რუსეთში: ოთარ მარცვალაძის გოლი საეჭვოა! [VIDEO]
ოთარ მარცვალაძემ დაიწყო - "სკა-ენერგიამ" სტუმრად მისი დუბლით მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული