საბოლოოდ მარიუპოლელებმა შეხვედრა 0:1 დათმეს.
ქართველმა ლეგიონერმა თავისი შანსი მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ვერ გამოიყენა - მასპინძელთა მეკარე მაქსიმ კოვალმა შესაშური რეაქცია გამოავლინა, კუთხე გამოიცნო და თორნიკე სახტად დატოვა.
იხილეთ ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ეს ოქრიაშვილის პირველი გაცუდებული პენალტია. წინა ორ შემთხვევაში თორნიკემ "ილიჩევეცისთვის" გატანა შეძლო.
რა თქმა უნ
ნიკოლაი პავლოვი ("ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენ ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შეიძლებოდა, ქულასაც გამოვრჩენოდით.
ვგულისხმობ როგორც გამოუყენებელ თერთმეტმეტრიანს, ისე ჩვენ მიერ შექმნილ სხვა მომენტებს.
ისე კი, კიევის "დინამოს" მაღალი კლასი აშკარა იყო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა".
ვიტალი ფედოტოვი ("ილიჩევეცის" ნახევარმცველი):
"თამაში ცუდად დავიწყეთ და გოლი მივიღეთ, თუმცა შემდეგ მოვუმატეთ და საკუთარი თამაში ვაჩვენეთ.
დასანანია, რომ პენალტი ვერ გავიტანეთ, თუმცა ეს ლატარიაა და არამც და არამც არ შეიძლება ოქრიაშვილის დადანაშაულება.
მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაგვემართოს".
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილმა და სანდრო კობახიძემ გოლის გემო გაიხსენეს [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩევეცი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა