"ლეგია" პარასკევს სტუმრად "ვიძევს" 1:1 დაუზავდა და ამის შესახებ უკვე გაცნობეთ. შაბათს კი მისი მდევარი "ლეხი" დამარცხდა და "ლეგიამ" ტიტული ექსტრაკლასას დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.
* * *
დასრულდა რუსეთის პრემიერლიგა, სადაც ქართველთა კლუბებიდან საუკეთესო შედეგი მოსკოვის "სპარტაკმა" აჩვენა - "სახალხო გუნდმა" მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "სპარტაკში" ჯანო ანანიძე, რომლისთვისაც ბოლო ტური შედეგიანი გამოდგა. "ალანიასთან" საშინაო მატჩის 79-ე წუთზე ქართველმა
იხილეთ ვიდეო
ჯანო მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა. "ალანიას" სათადარიგოთა სკამზე იჯდა მამუკა კობახიძე, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჭანტურიამ კი, როგორც იცით, წინა ტურში მომხდარი ჩხუბისთვის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მეექვსე ადგილზე გავიდა ყაზანის "რუბინი", რომლის ღირსებასაც საბა კვერკველია იცავს. "რუბინმა" "კრასნოდარს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
კვერკველია სათადარიგო იყო.
რუსეთის ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა "კრილია სოვეტოვმა", რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ალექსანდრე ამისულაშვილის გუნდი დავით სირაძის ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდება.
"კრილია" ბოლო ტურში სტუმრად "ტერეკთან" 1:4 დამარცხდა, ამისულაშვილმა კი სრულად ითამაშა.
გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილი "სკა-ენერგია", რომელმაც რუსეთის პირველ დივიზიონში მეოთხე პოზიცია დაიკავა, პლეი ოფში "როსტოვს" შეხვდება.
აკაკი ხუბუტიას "მორდოვია", რომელიც პრემიერლიგიდან "ალანიასთან" ერთად გავარდა, მოსკოვში "ლოკომოტივთან" 1:2 დამარცხდა. სარანსკელთა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
* * *
დასრულდა უკრაინული პრემიერლიგაც, სადაც მთავარი სენსაცია ის არის, რომ მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური არა კიევის "დინამომ", არამედ ხარკოვის "მეტალისტმა" მოიპოვა.
დნეპროპეტროვსკში "დნიპრომ", რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, მარიუპოლის "ილიჩევეცს" შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა.
მასპინძელთა რიგებში ჯაბა კანკავამ 72-ე წუთამდე ითამაშა და 68-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო; მისი თანაგუნდელი სანდრო კობახიძე კი განაცხადში არ ყოფილა.
"ილიჩევეცის" შემადგენლობაში სრულად ითამაშეს დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა. ორივე მათგანი გააფრთხილეს.
ჩემპიონატი მე-10 პოზიციაზე დაასრულა "ზარიამ", სადაც ჯაბა ლიპარტია თამაშობს. ბოლო ტურში ლუგანსკელებმა შინ "ტავრია" 3:0 გაანადგურეს. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო.
"კარპატი", რომელიც მეცამეტეა, საკუთარ მოედანზე "მეტალისტს" დაუზავდა - 1:1. მურთაზ დაუშვილი და ლევან ყენია ლვოველთა სასტარტო თერთმეტეულში იყვნენ. პირველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მეორე კი 64-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი ქართველის გუნდი პრემიერლიგიდან არ გავარდნილა, ევროსარბიელზე კი მხოლოდ "დნიპრო" გავიდა. კანკავასა და კობახიძის გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" "იივასკილას" უმასპინძლა და 3:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში ირაკლი სირბილაძემ 90 წუთი ითამაშა.
* * *
სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "ნოვარას" უმასპინძლა და 4:1 მოიგო.
ემპოლელთა ქართველი ლეგიონერი 89-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ მოგებით "ემპოლიმ" სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც "ბრეშასა" და "ლივორნოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"