შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს

AutoSharing Option
"სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტი შოთა გრიგალაშვილის საქმეს განიხილავს.

ამ საქმის გამო შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს და "სკა ენერგიას" უმაღლესში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჩამოერთვას.

2012/13 წლების სეზონში 26 წლის შოთა გრიგალაშვილს სამ კლუბში თამაში ბრალდება. ეს კი, ფიფას წესებით, დაუშვებელია.

ზაფხულში გრიგალაშვილი "დილაში" თამაშობდა, შემოდგომაზე - "ალანიაში" გადავიდა, ხოლო იანვარში ხაბაროვსკელთა რიგებში აღმოჩნდა.

რეგლამენტის მიხედვით, 8-ვე თამაშში, რომელშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, "სკა-ენერგიას" 0:3 უნდა ჩაეთვალოს. ასე რომ, შეიძლება გიორგი დარასელიას გუნდმა აღზევების შანსი დაკარგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული