ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა Sportbox.ru-ს განუცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის პირველი ლიგის გუნდში დარჩებიან თუ არა ლაშა სალუქვაძე და გიორგი ნავალოვსკი. ასევე, გადაწყვეტილი არაა, მომავალ სეზონშიც გაწვრთნის თუ არა გუნდს გიორგი დარასელია.
შეგახსენებთ, "სკა-ენერგიაში" ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელები ამ ზამთარს მივიდნენ. გუნდს მიზნად რუსეთის პრემიერლიგაში აღზევება ჰქონდა დასახული, თუმცა პლეი ოფში "როსტოვთან" ორრაუნდიან ბრძოლაში უშანსოდ დამარცხდა და კვლავ პირველ ლიგაში იასპარეზებს.
ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელიას მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევს
სერგეი ფელდმანი: შოთა გრიგალაშვილი "როსტოვთან" აუცილებლად ითამაშებს