შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.
"გაგრადან" გადასულ გიორგი ჯგერენაიას კლუბმა იჯარა არ გაუხანგრძლივა.
პავლოვის თქმით, დავით თარგამაძე გუნდში რჩება, აი, თორნიკე ოქრიაშვილმა სხვა კლუბების ყურადღება მიიპყრო.
- შეგიძლიათ, დარწმუნებით თქვათ, რომ თარგამაძე და ოქრიაშვილი გუნდში დარჩებიან?
- დათო დარჩება, აი, ოქრიაშვილზე კი კითხვის ნიშნებია. წელს თორნიკემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, რაც სხვა კლუბებმა შეამჩნიეს. თუ მას რამე წინადადება გაუჩნდება, ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი
- თქვენ თქვით კლუბები: ანუ "შახტარის" გარდა, სხვა კლუბზეც არის საუბარი?
- ყოველ შემთხვევაში, მის თამაშზე დადებითად სხვა კლუბების ბევრი სპეციალისტი საუბრობდა.
მომზადებულია football.ua-ს მიხედვით