თორნიკე ოქრიაშვილის ბელგიურ-ჰოლანდიური ვარიანტები და დაბრკოლება

AutoSharing Option
უკრაინის დასრულებულ ჩემპიონატში ქართველებისგან ყველაზე უკეთ თავი მარიუპოლის "ილიჩევეცის" ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გამოავლინა.

ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" სეზონი შეაჯამა და 20 წლის შემტევი ნახევარმცველი რამდენიმე ნომინაციაში დაასახელა.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებში თორნიკე მე-3 ადგილზეა, სადაც არჩევანი 21-წლამდელ ახალგაზრდა მოთამაშეებში გაკეთდა.

"ნიკოლაი პავლოვის ყველა გუნდში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილის მსგავსი მოთამაშეები: ახალგაზრდები, ტექნიკურები, ჭკვიანები, საკუთარ თავზე ინიციატივის აღების უნარის მქონენი, რომელთაც პატარა სასწაულის მოხდენის უნარი გააჩნდათ.

"დნიპროში" ასეთი იყო მოროზი, ადრინდელ "ილიჩე
ვეცში" - რიკუნი, "ვორსკლაში" - ბეზუსი.

ახლა მარიუპოლ
ის "ილიჩე
ვეცში" ეს როლი თორნიკე ოქრიაშვილს მიეკუთვნა. ის წინა მწვრთნელების დროს საკუთარი ადგილს ვერ პოულობდა, პავლოვის მისვლისთანავე კი ძირითადი შემადგენლობის საკვანძო მოთამაშე გახდა.

ქართველი ხშირად თამაშობდა თავდასხმაში ან რომელიმე ფლანგზე და ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა, თავს არც ორთაბრძოლებს არიდებდა და დრიბლინგებიც კარგად გამოსდიოდა.

არც ისე მაღალი ეფექტურობის გამოა, ოქრიაშვილს უფრო მაღალი პოზიცია რომ არ მივაკუთვნეთ - შეტევის მნიშვნელოვანი ფიგურისთვის სეზონში სულ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

ზემოთ ნახსენებ მოროზს, რიკუნსა და ბეზუსს თავიანთი გუნდებისთვის ბევრად მეტი სარგებლობა მოჰქონდათ. თუმცა, 21 წლის ბიჭმა, რომელმაც დიდ ფეხბურთში პირველი სრულყოფილი სეზონი ჩაატარა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა",
- წერს "ფუტბოლი".

გამოცემამ ოქრიაშვილი სხვა ნომინაციებშიც გამოარჩია. მაგალითად, სეზონის სიმბოლურ ნაკრებში უკან დახეული თავდამსხმელების პოზიციაზე პირველ ადგილზე ხარკოვის "მეტალისტის" მოთამაშე კლეიტონ შავიერი დაასახელა, მის ალტერნატივად კი დონეცკის "შახტარის" წევრი ალექს ტეიშეირა და ქართველი გამოაცხადა.

ოქრიაშვილი მე-3 ადგილზე გავიდა ორთაბრძოლების ოსტატების ნომინაციაში (358 წარმატებული ორთაბრძოლა 828-დან), თუმცა ისიც მიუთითეს, რომ პროცენტული მაჩვენებლით არ გამოირჩეოდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი წარმატებული დრიბლინგების რაოდენობითაც მესამეა - მეტოქეს 166-დან 110 შემთხვევაში აჯობა. მაგრამ ბურთის დაკარგვის რაოდენობით მე-2 ადგილზეა (516), ჯარიმების რაოდენობით კი ლიდერია - მსაჯმა ყველაზე მეტჯერ (115-ჯერ) პრემიერლიგაში სწორედ ის დააჯარიმა.

მართალია, ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების (ართმევა, გადაცემა, შეტევა, ორთაბრძოლა, კარში დარტყმა...) შეჯამება ვერსად ვნახეთ, მაგრამ "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ოქრიაშვილს ფანტასტიკური მაჩვენებელი - 108 ჰქონდა, როდესაც 70-80-იც მშვენიერ შედეგად ითვლება.

პავლოვმა "ფუტბოლთან" ინტერვიუში გუნდის ქართველი მოთამაშეების მომავალზეც ილაპარაკა:

"დაზუსტებით ვიტყვი, რომ თარგამაძე ჩვენთან დარჩება, ხოლო ოქრიაშვილთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. დასრულებულ სეზონში თავი ძალიან ძლიერად წარმოაჩინა და ეს სხვა კლუბებმაც შენიშნეს.

თუ ოქრიაშვილს წინადადებას შესთავაზებენ, მისთვის ეს წინსვლა იქნება, ჩვენთვის კი - დანაკლისი".

დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ თორნიკე უკრაინაში გაფრინდა, ამჟამად კიევშია და არა მარიუპოლში, სადაც "ილიჩევეცმა" სეზონისთვის მზადება დაიწყო. შესაძლებელია, ის დონეცკის "შახტარში" დაბრუნდეს, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის.

თუ ეს ვარიანტი გამოირიცხა, არიან კლუბები, რომლებსაც დონბასელებთან კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოლაპარაკების დაწყება სურთ. მისით ბელგიური და ჰოლანდიური კლუბები დაინტერესდნენ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ "შახტარი" ოქრიაშვილის კონტრაქტის გაწყვეტის საფასურს არ ასახელებს, ასეთი გაურკვევლობა კი დაბრკოლებაა. ფაქტია, რომ თორნიკეს კარიერის მარიუპოლში გაგრძელება არ სურს. იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დონეცკელთა ხელმძღვანელებთან, დაინტერესებული კლუბებიდან ვერც ერთთან ვერ მოილაპარაკებს.

დაბოლოს: სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოქრიაშვილის სახელით გამოქვეყნდა რეპლიკა, თითქოს, ნაკრებში ტრავმის გამო არ გამოცხადდა და თემურ ქეცბაიას მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა - ოქრიაშვილმა რეაქცია არ დააყოვნა და მალევე განაცხადა, რომ ეს წერილი მას არ ეკუთვნოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძესა და ოქრიაშვილს ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში
"წაგებას თორნიკე ოქრიაშვილს ნუ დავაბრალებთ!" [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩევეცი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა
თორნიკე ოქრიაშვილი: დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ქეცბაიასთან კონფლიქტი მაქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული