სად ითამაშებს დავით სირაძე?

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკმა" "კრილია სოვეტოვთან" პრემიერლიგაში გადასასვლელი ორივე შეხვედრა წააგო: სამარაშიც (0:2), ნალჩიკშიც (2:5) და მომავალ სეზონშიც რუსეთის პირველ ნაციონალურ დივიზიაში ითამაშებს.

"სპარტაკის" ფორვარდი დავით სირაძე ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მიუხედავად მარცხისა, სამარაში გამორჩეული იყო: მეტოქის კარში გატანილი ორივე ბურთი ქართველმა თავდამსხმელმა მიითვალა.

მაგრამ მომავალ სეზონში კვლავ ნალჩიკში ითამაშებს თუ არა სირაძე, ეს ჯერაც უცნობია.

"სპარტაკის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდთან კონტრაქტი 10 მოთამაშეს დაუსრულდა, მათ შორის, 31 წლის ქართველსაც.

ფეხბურთელის ოჯახში გვითხრეს, რომ ნალჩიკელები დათოს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობენ, მაგრამ
მას სხვა მიწვევებიც აქვს, მათ შორის, რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგის კლუბებიდან და ყაბარდო-ბალყარელების წინადადებაზე ჯერ თავს იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსეთის პრემიერლიგაში ალექსანდრე ამისულაშვილი დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული