წინასწარი შეთანხმება არსებობდა და თითქოს, მას წინ არაფერი ედგა, მაგრამ ბოლო მომენტში გელაშვილმა აზერბაიჯანში თამაშზე უარი თქვა და შეთანხმება ჩაშლის პირას მივიდა.
14 ივნისს, გვიან, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს აზერბაიჯანელები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და მოსალაპარაკებლად ჩასვლა შესთავაზეს.
შაბათს 27 წლის ქართველი ბაქოში გაემგზავრა და მას "ყარაბახმა" ისეთი პირობები შესთავაზა, უარი ვეღარ თქვა.
შევიტყვეთ, რომ გელაშვილმა 2-წლიანი კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. "ყარაბახი" აზერბაიჯანული ფეხბურთის ერთ-ერთ
შეგახსენებთ, რომ გელაშვილმა გერმანულ "ბოხუმში" ფეხი ვერ მოიკიდა. მის დათანხმებამდე "ყარაბახი" პოლონეთიდან "ლეგიას" თავდამსხმელის, ლადო დვალიშვილის ჩაყვანას ცდილობდა, მაგრამ უარი მიიღო.
ამჟამად გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველი რაუნდისთვის თურქეთში ემზადება. წესით, გელაშვილი გუნდს 17 ივნისს უნდა შეუერთდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"