გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ისინჯება

AutoSharing Option
გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა სინჯებზე ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" იმყოფება.

ამის შესახებ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასია, რომელმაც პოსტზე გიორგი დარასელია შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ორივე მწრთნელი რუსულ კლუბში გადასვლამდე გორის "დილას" წვრთნიდა.

დარასელიას შანსი ჰქონდა გუნდი რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადაეყვანა, თუმცა "როსტოვთან" დაპირისპირებაში დამარცხდა, რის შემდეგაც ხაბაროვსკული გუნდი რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა (გოჩა ხოჯავა, შოთა გრიგალაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე). გიორგი ნავალოვსკიმ კი კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ასევე იხილეთ:
როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები
და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ

გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული