ლვოვის "კარპატის" ახალი თავკაცი: ვინმეს დაუშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება?

AutoSharing Option
უკრაინაში სეზონის დასრულებისთანავე ლვოვის "კარპატიმ", თავად ფეხბურთელებისთვისაც კი მოულოდნელად, ლამის მთელი გუნდი ტრანსფერზე დააყენა - მათ შორის ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.

ახლახან ლვოვის "კარპატის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ ლევან ყენიას გადაბირების მსურველი კლუბი და შეთავაზებული თანხა დაასახელა.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის თაობაზე წინადადება ლვოველებმა დიუსელდორფის "ფორტუნასგან" მიიღეს - მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული გერმანული კლუბი ყენიაში სულ 250 ათას ევროს იმეტებს.

ამასობაში "კარპატის" ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. ალექსანდრ სევიდოვმა პრეზენტაციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და საუბრისას ბუბა დაუშვილიც ახსენა.

"ამბობდნენ, რომ 19 მოთამაშის
ტრანსფერზე დაყენებით "კარპატიმ" მათი პროფესიონალური თვისებები ეჭვქვეშ დააყენა, რასაც არ ვეთანხმები.

აი, მაგალითად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი - ეპარება ვინმეს ეჭვი მის კვალიფიკაციაში?

უბრალოდ, ამჟამად გუნდის პრაქტიკულად თითოეული ფეხბურთელი და მწვრთნელი ტრანსფერზეა.

ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ, მაგრამ ვინც გუნდს სლოვენიაში შეკრებაზე გაჰყვება და შემდეგ შეუერთდება, "კარპატის" ბირთვსაც შეადგენენ",
- თქვა სევიდოვმა.

ლვოვის "კარპატი" სლოვენიაში 21 ივნისს გაემგზავრა. ლვოვში სხვა ფეხბურთელებთან ერთად დარჩა დაუშვილიც, რომელიც ხელფასების შემცირებას არ დათანხმდა.

ასევე იხილეთ:

ლვოვის "კარპატიმ" ბუბა დაუშვილის ტრანსფერზე "ბეტისს" უარი უთხრა
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
"კარპატიმ" ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი არ მახსოვს ტელევიზორში ვინმე გამოსულიყოს და ბუბა შეექოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნაკრებში და ბევრად უფრო კარგ გუნდს იმსახურებს ვიდრე კარპატია ტიპიური შავი მუშაა
saba
19:44 21-06-2013
0
ეს შეტევების გიჟი და ტრენერების რისხვა საერთოდ ისე რჩება?
ramo
17:25 21-06-2013
0

სიახლეები პოპულარული