გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანია" სეზონისთვის თურქეთში ხანმოკლე შეკრებაზე გაემგზავრა და ერთადერთი საკოტროლო შეხვედრა ვერ დაასრულა.

პირველ ტაიმში, თურქეთის დაბალი ლიგის "მურადფაშა ბელედიესპორის" ფეხბურთელები გოჩა ხოჯავას წინააღმდეგ გამომწვევად უხეშობდნენ. ამან ვლადიკავკაზელები აღაშფოთა და პირველი ტაიმის ბოლოს ჯგუფური ჩხუბიც ატყდა, მატჩი კი 0:0-ზე ჩაიშალა.

ორივე ქართველი მოედანზე ძირითადში იყო - ხოჯავასთან ერთად ოთარ მარცვალაძემაც ითამაშა.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ "ალანიას" ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აუკრძალეს და ცხადია, ეს შეზღუდვა ქართველებსაც შეეხებათ. საქმე ისაა, რომ წინა სეზონში გუნდს რუმინელი იოან მერის დავალიანება დაუგროვდა.

მოთამაშემ კლუბს რუსეთის
საფეხბურთო კავშირში (რსკ) უჩივლა, რომელმაც "ალანიას" ახალი ტრანსფერების დარეგისტრირება მანამდე აუკრძალა, სანამ ვალს არ გაისტუმრებს.

ამასთანავე, რსკ-მა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი მოთამაშის, გოჩა ხოჯავას მიმართ არსებული დავალიანების 30 დღეში გასტუმრება დაავალდებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული