"ტრასნფერმარკტზე" სანდრო კობახიძის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა იშვიათად მომხდარა: სანდრო კობახიძე კიევის "არსენალიდან" დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" იანვარში დაიბრუნა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დასრულებული ჩემპიონატის მეორე წრეში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა, ძირითადში კი - სულ რაღაც ერთხელ.

მიუხედავად ამისა, 25 წლის ქართველის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ივნისის დასაწყისში გერმანული ინტერნეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკტი" ქართველის ტრანსფერის მიახლოებით ფასად 1,3 მილიონ ევროს აცხადებდა. ბოლო ინფორმაციით კი კობახიძის შეფასება 2 მილიონ ევროს გაუტოლდა.

ასეთი რამ იშვიათად ხდება და ცხადია, მიზეზი კობახიძის მიმართ კლუბების დაინტერესებაა: სანდროს კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება. "დნიპროში" არ
ათამაშებენ, მაგრამ მას რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ეკატერინბურგის "ურალი", მოსკოვის "ლოკომოტივი" და ჰოლანდიის ერედივიზიეს არნემის "ვიტესი" იწვევენ.

რუსული საინფორმაციო საშულებების ბოლო ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი მოწადინებულია, რომ "დნიპროს" მოთამაშეები, სანდრო კობახიძე და ნიკოლა კალინიჩი წაიყვანოს. ბელარუსი სპეციალისტი სანდროს კიევის "არსენალიდან" კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებლია.

ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიკავებენ დნეპროპეტროვსკელები. უკრაინული კლუბის თავკაცები მოთამაშის ტრანსფერს დაინტერესებული კლუბის შეძლების მიხედვით ასახელებს.

ცხადია, როდესაც მოთამაშის გადაბირება რუსეთის პრემიერლიგის მდიდარ კლუბს სურს, "დნიპროს" მადა ავტომატურად გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ლეონიდ კუჩუკთან "არსენალში" გადასვლამდე კობახიძის ტრანსფერს 500 ათასად აფასებდნენ, ბოლო ერთ წელიწადში კი ქართველმა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა.

"ტრანსფერმარკტმა" უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე ჯაბა კანკავაც დააფასა - ახლახანს, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საყრდენი ნახევარმცველის გრაფაში 1,8 მილიონი ევრო ეწერა, ახლა - 2 მილიონი.

სასიხარულია, რომ ლვოვის "კარპატში" გადასვლისა და წარმატებული შეხვედრების შემდეგ, საგრძნობლად გაიზრდა ლევან ყენიას სატრანსფერო რეიტინგიც.

იყო დრო, გელზერკირხენის "შალკეში" გადასულს 2 მილიონ ევროდ აფასებდნენ, მაგრამ ორწლიანი უქმობის გამო, შარშან ეს შეფასება ზაფხულში 250 ათასამდე დაეცა. ახლა ყენიას მილიონ ევროდ აფასებენ - პროგრესი აშკარაა.

სამწუხაროდ, "კრასნოდარიდან" რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "კრილია სოვეტოვში" გადასვლამ ალეკო ამისულაშვილს უარყოფითი დაღი დაასვა და ეროვნული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში პოზიცია დათმო: იყო დრო, 31 წლის მცველი ამ სიას სათავეშიც მოექცა, შემდეგ სტაბილურად ეკავა მე-2 ადგილი. მაგრამ 2012 წელს ამისულაშვილის ფასი 3 მილიონი ევროდან 2,5 მლნ-მდე შემცირდა, ახლა კი - 2 მილიონამდე.

კობახიძისა და ამისულაშვილის შეფასებების ცვლილებამ, ნაკრების ათეულში მდგომარეობა მკვეთრად შეცვალა: ლიდერი ისევ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშიაა.

ძვირადღირებულთა ათეული

1. გურამ კაშია 5 000 000
2. ჯანო ანანიძე 2 500 000
3-5. ალექსანდრე ამისულაშვილი 2 000 000
სანდრო კობახიძე 2 000 000
ჯაბა კანკავა 2 000 000
6. გიორგი ჭანტურია 1 500 000
7. ზურაბ ხიზანიშვილი 1 300 000
8. ლადო დვალიშვილი 1 250 000
9-10. დავით თარგამაძე 1 200 000
გიორგი ლორია 1 200 000

აქვე ნაკრების მიღმა დარჩენილებ მოთამაშეთა შეფასებებსაც გაგაცნობთ:

გიორგი მერებაშვილი 1 200 000
გოგიტა გოგუა 1 000 000
ოთარ მარცვალაძე 900 000
ჯაბა ლიპარტია 700 000
ჯაბა დვალი 600 000
გიორგი შაშიაშვილი 600 000
ვაკო ყაზაიშვილი 600 000
ლაშა სალუქვაძე 550 000
გოჩა ხოჯავა 500 000
ლევან კობიაშვილი 400 000
ალექსანდრე იაშვილი 400 000
ოვონიკოკო სეუნი აბაიომი 400 000
სანდრო გურული 400 000
ირაკლი კლიმიაშვილი 300 000
გიორგი ადამია 300 000
გიორგი ნავალოვსკი 250 000
გიორგი ლომაია 200 000
დავით სირაძე 200 000
კახი მახარაძე 200 000
ლევან გვაზავა 200 000

* თანხები დასახელებულია ევროში.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ "ტრანსფერმარკტის" შეფასებები პირობითია და ტრანსფერის ზუსტ ღირებულებად ვერ გამოდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია კიდევ უფრო დაფასდა - 5 000 000 ევრო!
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
ლვოვის "კარპატის" ახალი თავკაცი: ვინმეს დაუშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება?
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრილია სოვეტოვთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული