გურამ კაშია კიდევ უფრო დაფასდა - 5 000 000 ევრო!

AutoSharing Option
2013 წელი ქართული ფეხბურთისთვის ეროვნული ნაკრების დონეზე წარმატებული არ იყო. მეტიც, ბოლო დროს, განსაკუთრებით, ირლანდია-დანიასთან მატჩების მერე, მეტად არასასიამოვნო სურათი გამოიკვეთა.

მაგრამ ზოგიერთმა ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში მაინც წარმატებით ითამაშა, რის შედეგადაც მისი პირობითი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

თუმცა განსაკუთრებულ პატივში მხოლოდ გურამ კაშია იყო. არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა.

ქართველმა ლეგიონერმა ჰოლანდიელ გულშემატკივართა იმ გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელსაც ერედივიზიეს სიმბოლური ნაკრების საუკეთესო მცველი უნდა გამოევლინა. 17 000-მდე ქომაგის უმრავლესობამ პირველ ადგილზე 25 წლის ქართველი ფეხბურთელი გაიყვანა.

კაშიამ ხმების 39 პროცენტი
მიიღო და ყველა კონკურენტი სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა: ამსტერდამის "აიაქსის" მცველები ტობი ალდერვიერელდი (23%) და ნიკლას მოისანდერი (4%), სტეფან დე ვრიი "ფეინოორდიდან" (17%), ვირგილ ვან დიიკი "გრონინგენიდან" (6%), მაიკ ვანდ დერ ჰოორნი "უტრეხტიდან" (5%) და დუგლასი "ტვენტედან" (2%).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, 2012 წელს კაშია საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც მესამე სეზონს ატარებს ჰოლანდიურ კლუბში, "ტრანსფერმარკტმა" სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ დააფასა და მისი ტრანსფერის პირობითი ღირებულება 4,5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზარდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ "ტრანსფერმარკტის" შეფასებები მოთამაშეების მიმართ ევროპელ ექსპერტთა დამოკიდებულებას ასახავს, მაგრამ პირობითია და სულაც არ ნიშნავს, რომ მოთამაშით დაინტერესებული კლუბი ზუსტად ამ ღირებულებას გადაიხდის.

ძვირად ღირებულ ქართველთა ათეული კი ასე გამოიყურება:

1. გურამ კაშია 5 000 000
2-3. ალექსანდრე ამისულაშვილი 2 500 000
ჯანო ანანიძე 2 500 000
4. ჯაბა კანკავა 1 800 000
5. გიორგი ჭანტურია 1 500 000
6-7. ზურაბ ხიზანიშვილი 1 300 000
სანდრო კობახიძე 1 300 000
8. ლადო დვალიშვილი 1 250 000
9-11. დავით თარგამაძე 1 200 000
გიორგი ლორია 1 200 000
გიორგი მერებაშვილი 1 200 000

* თანხები დასახელებულია ევროში.

გურამ კაშია ჰოლანდიაში საუკეთესო ცენტრალურ მცველად კი აღიარეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ამ პოზიციაზე თამაში არა და არ ეღირსა - ის ხან საყრდენი ნახევარმცველია, ხან მარჯვენა მცველი. არადა, თავადაც ამბობს, რომ ამ პოზიციებზე თავს სათანადოდ ვერ ავლენს, მისი სტიქია დაცვის ცენტრია, მაგრამ რად გინდა.

ამ "გამოგონებების" შედეგებს კი ნაკრების შედეგებიდან აშკარად ვხედავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგა გახოკიძე: გურამ კაშიას ძლიერი ინგლისური და გერმანული კლუბები იწვევენ
გურამ კაშია: ზოგიერთი ჭორის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა
გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა: "ჟორდანიასთან ჯერ არ მილაპარაკია"
გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ ქეცბაიაა კმაყოფილი კაშიას მარჯვენა მცველობით და რა შედეგი გვექნება ეს უკვე ,, მეორე ხარისხოვანია"...
დათო
16:34 07-06-2013
0
გამომგონებელზე პატენტი ხომ არ გავცეთ?...ნეტა ყურს თუ შეიბერტყავს ვინმე რომ ეს ჭირი მოგვაშოროს?:)))
murtalo
15:11 07-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული