დავით სირაძე ჯერ ისევ ნალჩიკის "სპარტაკში" რჩება

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინათ ვწერდით, რომ დავით სირაძეს ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი დაუსრულდა და უცნობი იყო, 31 წლის თავდამსხმელი სად ითამაშებდა.

მაშინ ნალჩიკელები დათოს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობდნენ, მაგრამ მიწვევებიც ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგის კლუბებიდან და ყაბარდო-ბალყარელების წინადადებაზე თავს იკავებდა.

თუმცა, ამჟამად ნალჩიკელები თურქეთში ემზადებიან და გუნდთან ერთად სირაძეც იმყოფება. დათომ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ყატარულ "ალ ჯაიშთან" ითამაშა. შეხვედრა "სპარტაკის" გამარჯვებებით დასრულდა - 3:2.

ერთი გოლი ნალჩიკელმა ევგენი ჩებოტარუმ ქართველის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანა.

შევიტყვეთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ სირაძეს "სპარტაკთან"
ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია და შესაძლოა, მაინც სხვა კლუბში აღმოჩნდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სად ითამაშებს დავით სირაძე?
დავით სირაძე: გუნდში გაურკვევლობაა და ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ
დავით სირაძე: ნაკრებიდან ჩამოცილებამ უკან დამხია
დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული