ნიკა გელაშვილი: მჯერა, საქართველოს ნაკრებში კვლავ მიმიწვევენ

AutoSharing Option
"აზერისპორტმა" გერმანული "ბოხუმიდან" "ყარაბახში" გადასულ ნიკოლოზ გელაშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ახალ კლუბში გატარებულ პირველ დღეებსა და საკუთარ ამოცანებზე ისაუბრა.

- როგორი წარმოდგენა შეგექმნათ ახალ კლუბზე?
- პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ძალიან მეგობრული კოლექტივია.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?
- კარგ ფორმაში ვარ და კონდიციებს ყოველდღიურად ვიუმჯობესებ. სხვაგვარად გუნდს ვერ გამოვადგები.

- სანამ კონტრაქტს გააფორმებდით, რა იცოდით "ყარაბახის" შესახებ?
- ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობენ, საკმაო ინფორმაცია მომაწოდეს. ინფორმაცია, ძირითადად, პოზიტიურია. ბევრი რამ შევიტყვე
უშუალოდ "ყარაბახის" სათამაშო სტილის შესახებ.

- თქვენამდე "ყარაბახში" გიორგი ადამია ასპარეზობდა, რომელსაც გულშემატკივრებმა მეტსახელად "ბიჭო" შეარქვეს. თქვენ რა გსურთ, რომ დაგიძახონ?
- (იცინის) სჯობს, ნიკო მიწოდონ.

- გასულ სეზონში "ყარაბახს" თავდასხმაში პრობლემები ჰქონდა. თქვენი ტრანსფერით რა შეიცვლება?
- ამას დრო გვიჩვენებს. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ შემიძლია, "ყარაბახისთვის" სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

- რა მიზნები გაქვთ "ყარაბახში"?
- პირველ რიგში, მინდა, წარმატებებს მივაღწიო ევროპის ლიგაში. ამას გარდა, ვიცი, რომ უკვე 17 წელიწადია, "ყარაბახი" აზერბაიჯანის ჩემპიონი არ გამხდარა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა ტიტული დაიბრუნოს.

- "ყარაბახის" ფეხბურთელის რანგში საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი გექნებათ?
- "ყარაბახი" ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, აქ თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება. თუ აქ წარმატებით ვითამაშე, მჯერა, ნაკრებში კვლავ მიმიწვევენ.

შემიძლია, ყარაბახისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა გელაშვილი აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუნუკა, ვისაც გიკოცნიათ, იმათ აკოცეთ..
Georgi
14:09 26-06-2013
0
წარმატებები სპორტში და პირად ცხოვრებაში
Nika
14:36 24-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული