ლვოვის "კარპატი" შესაძლოა ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლებისთვის დააჯარიმონ

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც ხელფასის დაკლებას არ დათანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი - ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი - თამაშობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ "კარპატი" ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის არშესრულების გამო დააჯარიმოს.

როგორც იცით, გასული სეზონის დასრულების შემდეგ "კარპატიმ" გუნდის 15 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

"არ შეიძლება, ყველა ერთად განვიხილოთ, როგორც ამას ადგილობრივი მედია აკეთებს - აი, მანდ ღარიბები არიან და მათ შველა სჭირდებათ.

გარწმუნებთ, რომ თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად დაველაპარაკეთ და ყველა
ფეხბურთელმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.

თითოეულ ფეხბურთელს შევთავაზეთ სხვა პირობების კონტრაქტზე გადასვლა, რომელიც კლუბში შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ხდება, მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ეს.

იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც არც კი მოისმინეს ჩვენი შეთავაზება და განაცხადეს, რომ საკუთარ თავს "კარპატიში" ვერ ხედავენ და არ უნდათ გუნდში კარიერის გაგრძელება.

შემიძლია ამ ფეხბურთელების გვარებიც დაგისახელოთ: ლევან ყენია, ბუბა დაუშვილი და მიხაილ კოპოლოვეცი.

ყენიაზე "ფორტუნა დიუსელდორფიდან" შეთავაზება მოვიდა და მას განვიხილავთ. დაუშვილი ამბობს, რომ მასზეც არის წინადადება, თუმცა ქაღალდზე ჯერ ის არ გვინახავს. აი, ასეთი სიტუაციაა ამ ფეხბურთელებზე”, - თქვა ვაცკომ.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ქართველები უკრაინის ტოპ-სიაში: უშიშარი დაუშვილი და ნაღდი ქართველი კანკავა
ლვოვის "კარპატის" ახალი თავკაცი: ვინმეს დაუშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება?
ლვოვის "კარპატიმ" ბუბა დაუშვილის ტრანსფერზე "ბეტისს" უარი უთხრა
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
"კარპატიმ" ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული