დავით სირაძემ აფრიკელებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი ნალჩიკის "სპარტაკი" სეზონისთვის თურქეთში ემზადება.

ყაბარდო-ბალყარეთის გუნდი აფრიკელი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებულ სატრანსფერო ნაკრებს ორჯერ შეხვდა და ორჯერვე დაამარცხა: მეორე შემადგენლობით 3:1, ძირითადით - 8:0.

დავით სირაძემ ძირითადში ითამაშა და თავიც გამოიჩინა - 31 წლის ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ცნობილი გახდა, რომ "სპარტაკის" მეორე ქართველი მოთამაშის, გუჯა რუხაიას ეკატერინბურგის "ურალში" ჩარიცხვის პროცესი გაიწელა.

25 წლის გარემარბს ნალჩიკელებთან კონტრაქტი აკავშირებს და თითქოს, გუნდები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში "სპარტაკმა" სატრანსფერო თანხა გაზარდა და მოლაპარაკება შეაფერხა.

თავად რუხაიას პრემიერლიგის კლუბში
თამაში სურს და უკან დაბრუნებას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე ჯერ ისევ ნალჩიკის "სპარტაკში" რჩება
დავით სირაძე: გუნდში გაურკვევლობაა და ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ
დავით სირაძე: ნაკრებიდან ჩამოცილებამ უკან დამხია
დავით სირაძე: გული მწყდება, საქართველოს ნაკრებისთვის მეტის გაკეთება შემეძლო
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული