შოთა არველაძის გაწვრთნილმა სტამბულის "ქასიმფაშამ" კი მეექვსე ადგილი დაიკავა და რადგან "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაიფრინეს, ჩვენებურის გუნდს ევროპალიგისკენ გაეხსნა გზა - "ქასიმფაშა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ამ ტურნირში.
შოთა არველაძე ახლა თურქეთშია და ყოველივე ამასთან დაკავშირებით მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით. ტყუპისცალმა ისიც დაგვიდასტურა, რომ "ქასიმფაშაში" თანაშემწედ ქართველი სურს...
- რას ნიშნავს შენთვის ის, რომ "ქასიმფაშას" გაყვანა ევროსარბიელზეც მოგიწევს?
-
ერთი სიტყვით, ზედმეტია ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობა იქნება.
- და რამდენად არის "ქასიმფაშა" მზად იმისთვის, რომ ევროპალიგის ჯგუფში შევიდეს? აქვს გუნდს საამისო რესურსი?
- ვნახოთ, გუნდი ჯერ შვებულებაშია. როცა დავიწყებთ მოსამზადებელ ეტაპს, როცა ახალი ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან, მერე გამოჩნდება, რისი მაქნისები ვიქნებით ევროსარბიელზე.
- წინა სეზონის შემდეგ "ქასიმფაშაში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიყვანე. რადგან ევროტურნირზე გიწევთ თამაში, კიდევ აპირებ სხვა ფეხბურთელების დამატებას?
- არა, ცვლილებები აღარ იქნება.
- ანუ ქართველ ფეხბურთელს ამ ეტაპზეც არ აიყვან?
- არა, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.
- გავიგეთ, რომ სერიოზულად ფიქრობ "ქასიმფაშაში" ქართველი თანაშემწის მიყვანაზე...
- მასეა, ამაზე ნამდვილად ვფიქრობ და ვნახოთ...
- თურქეთის ჩემპიონატში რა მიზანი ექნება "ქასიმფაშას" 2013/14 წლების სეზონში?
- მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
- დაბოლოს, "ფონდი არველაძე" რომელ უცხოურ გუნდში აპირებს 17 წლის ლუკა ზარანდიას გაშვებას?
- ზარანდიას დიდი მომავალი აქვს და მას აუცილებლად დავეხმარებით. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე ევროპალიგაზე - უეფამ "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" მოკვეთა
რატომ შეხვდა შოთა არველაძე მერაბ ჟორდანიას სინამდვილეში
შოთა არველაძე: ფრანგებთან ჩვენი ფეხბურთელების სითამამე დავინახე
შოთა არველაძე ჟოზე მოურინიოს შეხვდა: 15 წუთი ვისაუბრეთ...