რა საფასური მიიღო უკრაინულმა კლუბმა ამ ტრანსფერში? თავიდან ცნობილი იყო, რომ გერმანელები "კარპატის" 250 ათას ევროს სთავაზობდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
უკრაინული ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლი" ამტკიცებს, რომ ლვოველებმა ლევან ყენიას სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მიიღეს. "კარპატი" ამასაც არ დასჯერდება - გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველის სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, "ფორტუნა" ლვოველებს სატრანსფერო
ამ დროს "ტრანსფერმარკეტი" სხვა თანხას ასახელებს - გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ვებგვერდი ამტკიცებს, რომ რეალურად უკრაინელებმა ყენია ოდნავ ნაკლებ თანხად, 350 ათას ევროდ გაყიდეს, რაც დაახლოებით 455 340 დოლარს უდრის.
აქვე გეტყვით, რომ ახლა "კარპატი" ტრანსფერზე დაყენებული 19 მოთამაშის გაყიდვით 16 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს. გუნდს ბუბა დაუშვილის გასხვისებაც სურს - მის სატრანსფერო ფასად 800 ათასიდან მილიონ ევრომდე დაასახელეს.
"ქართველის სახით, ლვოველებმა ნაკრების მოთამაშე და მოედნის ცენტრში ნამდვილი "ბულდოგი" შეიძინეს", - ასე ახასიათებს დაუშვილს რუსული გამოცემა "ჩემპიონატი" და მიიჩნევს, რომ ლვოველები მას იოლად ვერ შეეგუებიან.
მაგრამ რუსული ინტერნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული ქართველის სატრანსფერო ციფრი "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეყრდნობა და ვერ ვიტყვით, რომ დაუშვილის შემთხვევაში, ლვოველებს ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეთ. ამას ლევან ყენიას თაობაზე შეთანხმება გვაფიქრებინებს - 22 წლის ქართველი შემტევის ფასიც დაახლოებით იგივე იყო (875 ათასი ევროდან მილიონამდე მერყეობდა), რეალურად კი "კარპატიმ" 352 ათასი ევრო მიიღო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყენიამ "ფორტუნაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
როგორ დავჩაგროთ ფეხბურთელი - ნაცნობი სიუჟეტის უკრაინული მოდელი