2 ივლისს გამართულ შეხვედრაში უკრაინულმა გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
კლუბის საიტის ცნობით, მატჩის მთავარი გმირი სწორედ თარგამაძე გახდა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა:
"თამაშის ბედი შესვენების შემდეგ, ორწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, შეხვედრის მთავარი გმირი კი ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც სერბების მთელი დაცვა აიკლო.
დავითმა ჯერ სერგეი შევჩუკის გოლს გაუკეთა ორგანიზება, შემდეგ კი რუსლან კისილს პენალტი გამოამუშავებინა, რომელიც თავადვე გაიტანა",
- დავით, სპარინგით კმაყოფილი დარჩი?
- რა თქმა უნდა და არამარტო იმიტომ, რომ მე გავიტანე. ამაღლებული განწყობით მთელმა გუნდმა ითამაშა.
- მეტოქისგან მეტს არ მოელოდი?
- ჩემი აზრით, სერბებმა კარგად ითამაშეს, უბრალოდ, ჩვენ უკეთესად გავისარჯეთ. მეტოქე კომპაქტურად მოქმედებდა, კარგად თამაშობდა ბურთის ართმევაზე და დაცვიდანაც სწრაფად იწყებდა იერიშს.
- "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ უწინ გითამაშია?
- დიახ, ამ გუნდს ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" ყოფნისას დავუპირისპირდი.
მახსოვს, მაშინ ბელგრადელებთან შეკრებაზე ყოფნისას წავაგეთ. შემდეგ მე გერმანიაში წავედი, წილისყრამ კი დინამოელები "ზვეზდასთან" უეფას თასის საკვალიფიკაციო რაუნდშიც შეახვედრა.
ჩემმა თანამემამულეებმა სტუმრად 1:3 წააგეს, შინ კი მხოლოდ ერთი ბურთით - 1:0 მოუგეს.
- ამ თამაშში ინდივიდუალური მოქმედებები გამოგდიოდა...
- იქმნებოდა თავისუფალი ზონები, რითაც ვსარგებლობდით.
პირველი გოლისას კარგად დიმა მიშნევი გაიხსნა და მას ზუსტი პასი გავუკეთე, მანაც სერგეი შევჩუკს გადააწოდა.
მოგვიანებით უკვე რუსლან კისილი გაისარჯა კარგად და არბიტრს თერთმეტმეტრიანს გამორჩა.
- გუნდის ახალწვეულ ვლადისლავ კულაჩზე რას იტყოდი?
- კარგი იყო. მწვრთნელებმა ექსპერიმენტს მიმართეს და ნომინალური თავდამსხმელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაამწესეს.
ვფიქრობ, ვლადი პირველი ჯერისთვის ურიგოდ არ გაისარჯა. მას აბატე შევარქვით - "მილანის" მცველს შევადარეთ (ეღიმება).
- კიდევ ვის გამოარჩევ?
- ყველამ კარგად ითამაშა. თუკი ჩემპიონატშიც ასე გავირჯებით, ვფიქრობ, კარგი სეზონი გამოგვივა.
- როგორც წესი, შეკრებებზე არ გიმართლებს...
- მართლაც, ზამთარში ცხვირი გავიტეხე, წინა მატჩში კი საფეთქელში მომხვდა.
იმ შეხვედრაში 55-ე წუთზე შესაცვლელი გავხდი, ახლა კი ამ დროში გავიტანე. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანავსული პერიოდი უკან დარჩა.
ასევე იხილეთ:
დავით თარგამაძეს ისე მტკივნეულად ჩაარტყეს, მოედანზე გონება დაკარგა
ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძესა და ოქრიაშვილს ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში
დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა "შახტარში" აღარ დაბრუნდნენ