სამაგალითო პროფესიონალი - რას წერენ გერმანიაში ლევან კობიაშვილზე

AutoSharing Option
გერმანულ საფეხბურთო ჟურნალ 11 Freunde-ში ლევან კობიაშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

შტეფან ჰერმანსი, 11 Freunde:
ლევან კობიაშვილი 10 ივლისს 36 წლის ხდება. თმაში ჭაღარაც შეეპარა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი კარიერის დამთავრებაზე არ ფიქრობს.

კობი "ჰერტასთან" ერთად პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ისევე გულმოდგინედ ემზადება, როგორც მაშინ, როცა პირველად ჩამოვიდა გერმანიაში და "ფრაიბურგთან" ერთად თავისი პირველი ბუნდესლიგური სეზონისთვის ემზადებოდა.

ლევან კობიაშვილისთვის ყოველი სეზონის წინა პერიოდი ისეთივეა, როგორიც მისი ხანგრძლივი კარიერის პირველი სეზონი იყო. ახლა კი ყველაფერს ისიც
დაემატა, რომ ბერლინის "ჰერტას" მეკარეების მწვრთნელად რიხარდ გოლცი დაინიშნა, რომელიც 1998-დან 2003 წლამდე "ფრაიბურგში" კობის თანაგუნდელი იყო.

"მაშინ ლევანი ძალიან ახალგაზრდა იყო", - იხსენებს გოლცი, ახლა კი კობიაშვილი "ჰერტას" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. მომავალ კვირაში კობი 36 წლის ხდება და თმაში უკვე პირველი ჭაღარები შეეპარა.

"ჩემს ასაკში სხვები უფრო გაჭაღარავებულები არიან ხოლმე, -
ამბობს ლევანი. - მე კიდევ არა მიშავს..."

ლევანს მართლაც არა უშავს - ვეტერანი ქართველი ფეხბურთის თამაშს განაგრძობს. არ იცის და არც უნდა იმის დათვლა, თუ მერამდენე მოსამზადებელ შეკრებას გადის. ცხადია, რომ ისეთი მოქნილი და სწრაფი აღარაა, როგორც ახალგაზრდობაში იყო, მაგრამ...

"ასაკის მატებას, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. ნელ-ნელა ხვდები, რომ შენი კარიერა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და სანამ შემიძლია, ფეხბურთის თამაშს არ შევწყვეტ", - ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთელის რანგში კობის "ჰერტასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ხელშეკრულებაში პლუს ერთწლიანი პუნქტიცაა, ოღონდ ლევანმა ჯერ არ იცის, გაისად ისევ ფეხბურთელი იქნება თუ ბერლინურ კლუბში სხვა პოზიციაზე დასაქმდება.

ფაქტია, რომ სპორტული მენეჯმენტის სწავლა დაიწყო, მწვრთნელობაზე კი ნაკლებად ფიქრობს:

"ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია".

მას მართლაც ისეთი კარიერა აქვს, რომ ფეხბურთიდან სამუდამოდ წასვლა ამთავითვე უნდა გამორიცხოს: მარტო გერმანიაში მას 422 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

ყველაფერი 1998 წლის იანვარში დაიწყო, როცა თბილისის "დინამოში" 17 წლის კობიაშვილის დებიუტი შედგა.

"ლევან კობიაშვილი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ თუ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და სერიოზულად ვარჯიშობ, ფეხბურთს მაღალ დონეზე 36 წლის ასაკშიც ითამაშებ", - ეს რიხარდ გოლცის სიტყვებია.

ლევანი თითქმის ყველა გუნდში მწვრთნელის მარჯვენა ხელი გახლდათ - ასე იყო "ფრაიბურგში", ასე იყო "შალკეში" და ასეა "ჰერტაშიც". ბერლინელთა ამჟამინდელი დამრიგებელი იოს ლუჰუკაი ვარჯიშებზე უმეტესად კობიაშვილის მხარდამხარ დარბის ხოლმე.

"კობისთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ლევანი ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გამოხატავს!" - ამბობს ლუჰუკაი.

როდესაც "ჰერტამ" კობიაშვილს შვიდთვიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად მაინც ახალი კონტრაქტი გაუფორმა, ლუჰუკაი, რომელიც იმ დროს ახალი მწვრთნელი იყო, ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ჩანდა, მაგრამ ბერლინელთა თავკაცმა ამ ერთ წელიწადში კობი კარგად გაიცნო და აზრიც შეიცვალა.

ლუჰუკაი ახლა კობიაშვილზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობს და მას "ენითაუწერელ პროფესიონალიზმთან" ერთად, ფიზიკურ კონდიციებსაც უქებს. ფაქტია, რომ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ლუჰუკაი კობის თითქმის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა, ფეხბურთელისთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

24-ე ტურის შემდეგ ლევანი მხოლოდ ერთხელ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, რასაც ნახევარწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თვითონაც არ ელოდა.

"მიუხედავად ასეთი დიდი პაუზისა, ლევანი შესანიშნავ ფორმაში იყო", - იხსენებს "ჰერტას" მწვრთნელი.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კობიმ პირველ ბუნდესლიგაშიც ხშირად ითამაშოს. მისი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და რამდენიმე მატჩის ჩატარებაა. დაცვის მარცხენა ფლანგისთვის "ჰერტამ" 25 წლის იოჰანეს ვან დერ ბერგი დაიმატა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი, სადაც ლუჰუკაიმ კობიაშვილი პირველ ტესტ-მატჩებში გაამწესა, ბერლინელებს 27 წლის ჰაიმე ჰოსოგაი დაემატათ...

"ვინ იცის, რომელ სიტუაციაში და რომელი პოზიციისთვის დავჭირდები მწვრთნელს. ფაქტია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვითამაშო. ჩემმა კონკურენტებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბევრი შრომა მოუწევთ",
- ამბობს კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი
ლევან კობიაშვილი: როცა საქმე კარგად მიდის, არავინ არჩევს იოზილსა და მიულერს
კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა
ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 10 /
ხორვატიასთან ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი,კობი FOREVER
vaskulat
12:41 07-07-2013
0
წარმატებებს გისურვებ!!!
tony -"Georgian Dream"
18:54 07-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული