რუსი ექსპერტი: ვალერი კარპინს ჯანო ანანიძე უყვარს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მომავალ სეზონს "როსტოვში" იჯარით გაატარებს. ხელშეკრულების თანახმად, თუ მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ - ანანიძეს ზამთარში დაიბრუნებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ამ ნაბიჯს რუსეთის საფეხბურთო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება რუსული გამოცემა "სოვეტსკი სპორტის" ექსპერტმა ვალერი რეინგოლდმაც გამოთქვა.

"იმ ბოლო თამაშის მიხედვით, რომელიც "სპარტაკმა" "შახტართან" გამართა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანო ასეთი სქემით თამაშში წარმატებით ვერ ერთვება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის საკმაოდ ნორმალური ფეხბურთელია და გუნდში მისი ყოფნა საჭირო იყო.

ვალერი
კარპინს
ჯანოსთან დაკავშირებით თავისებური ხედვა აქვს – მას ის უყვარს, ამიტომაც აძლევდა სათამაშო პრაქტიკას.

მაგრამ ახლა ფეხბურთელს არა უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა, არამედ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სჭირდება.

რამდენადაც "სპარტაკში" ამის იმედი არ უნდა ჰქონოდა, "როსტოვში" გადასვლა ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო.

დარწმუნებული ვარ, ანანიძე ისევ დაუბრუნდება "სპარტაკს" და თავსაც წარმოაჩენს ამ გუნდში".

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე: ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიო, რომ მერე ორი წინ გადადგა
ვალერი კარპინი: საუკეთესო გამოსავალი ჯანო ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა იყო
"როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტი: ჯანოს ყველა ღირსება აქვს...
ჯანო ანანიძე "როსტოვში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე, როგორც ქარტველი ქომაგი ვისურვებდი, ჯანო, ჩვენი იმედი სპარტაკში კი არა, ისე წარმოაჩინოს თავი, რომ ევროპის სერიოზულ გუნდში მოხვდეს პირდაპირ როსტოვიდან. გეყოფა, ჯანო რუსეთის ჩემპიონატში თამაში, იქ გაზრდილი არავინ მახსენდება.
gizog
10:35 06-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული