აკაკი ხუბუტიამ და ზურაბ არზიანმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიზიონის პირველი ტურის მატჩში სარანსკის "მორდოვიამ" შინ 3:0 გაანადგურა ნალჩიკის "სპარტაკი". ჩვენთვის ეს შეხვედრა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ორივე მხარეს ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს.

გამარჯვებული "მორდოვიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, ხოლო "სპარტაკის" რიგებში - დავით სირაძემ.

ორენბურგის "გაზოვიკმა" 1:0 დაამარცხა ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგია". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ არზიანმა.

უკვე ვწერდით, რომ გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა სეზონის პირველი შეხვედრა "სკა ენერგიას" შემადგენლობაში, მაგრამ არ გამოჩენილა გოგიტა გოგუა - ქართველი ლეგიონერი ჯერ საჩემპიონატო განაცხადში არაა. ანალოგიური მიზეზით ვერ ითამაშეს "ალანიაში"
("უფასთან" 0:1 წააგეს) გოჩა ხოჯავამ და ოთარ მარცვალაძემ.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა, გოგიტა გოგუა ჩემპიონატის განაცხადში არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული