"მინდა დავამშვიდო ჩვენი გუნდის ფანები - საერთოდ არ მაქვს სურვილი, "ილიჩევეციდან" წავიდე. უახლოეს წელიწადს ნაღდად მარიუპოლში გავატარებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა შარშანდელი შედეგი გააუმჯობესოს", - უთხრა "ილიჩევეცის" ოფიციალურ საიტს ოქრიაშვილმა.
უკვე 13 ივლისს ოქრიაშვილის "ილიჩევეცს" უკრაინის ჩემპიონატის პირველი მატჩი ელის ზაპოროჟიეში "მეტალურგის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "შახტარის" ფეხბურთელია, რომელიც დონეცკურ კლუბს 2016 წლის ივნისამდე (!) იჯარით ჰყავს გაშვებული
მისი დამატება ოდესის "ჩერნომორეცს" სურდა, მაგრამ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.
ბელგიური "ვოეტბალ ნიუსი" იუწყებოდა ოქრიაშვილით ბელგიის ვიცე-ჩემპიონ "ზულტე ვარეგემის" დაინტერესების შესახებაც.
თორნიკე ოქრიაშვილი უკრაინის ჩემპიონატში (27 თამაში, 4 გოლი) მოგებული ორთაბრძოლებისა და მის წინააღმდეგ ჯარიმების რიცხვით ლიდერია.
ახლახან "ვორლდ სპორტ უკრაინამ" გამოაქვეყნა უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე 21-წლამდელ ფეხბურთელთა ტოპ-10-ეული (ღირებულების მიხედვით). თორნიკე მე-7 ადგილზეა. მისი საბაზრო ფასი მილიონი ევროთი განისაზღვრება. მის წინ მხოლოდ 4 ბრაზილიელი და 2 უკრაინელი ფეხბურთელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი "აიაქსს", "ვიტესს" და "ვარეგემს" სურთ
თორნიკე ოქრიაშვილი - ერთი წლით კვლავ მარიუპოლის "ილიჩევეცში"
ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძე და ოქრიაშვილი ისე არ იქცევიან, როგორც ეს ნამდვილ სპორტსმენებს შეეფერებათ
თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს