გოგიტა გოგუას დებიუტი, აკაკი ხუბუტიას გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივლისს რუსეთის I დივიზიონის III ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ერთი ქართული გოლი გავიდა. მისი ავტორი მცველი აკაკი ხუბუტიაა.

ხუბუტიას "მორდოვია" ნოვოსიბირსკის "სიბირს" ეწვია და 2:4 დამარცხდა. მე-9 წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით, რომელიც სტუმართა კუთხურს მოჰყვა, ქართველმა მცველმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. "მორდოვია" 6 ქულით მეორე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დავით სირაძის "სპარტაკი" პეტერბურგის "დინამოს" სტუმრად 0:0 დაუზავდა. სტუმრებმა ვერ გამოიყენეს პენალტი, მაგრამ იმ დროისთვის მოედანზე ქართველი ფორვარდი აღარ იყო - სირაძე 67-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ნავალოვსკის "სკა-ენერგია"
ხაბაროვსკში 0:0 დაუზავდა მოსკოვის "ტორპედოს". ვალდას ივანაუსკასის გუნდს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება დაუბრუნეს. ამიტომაც გოგიტა გოგუას დებიუტი შედგა. მან 90 წუთი ითამაშა, გიორგი ნავალოვსკი 83-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ ივანაუსკასმა დებიუტანტები და მათ შორის გოგუაც, შეაქო და აღნიშნა, "სკა-ენერგია" გააძლიერესო.

"უფამ" 3:2 მოუგო "ბალტიკას", რომლის სათადარიგოთა სკამზეც იჯდა მეკარე გიორგი შელია.

სამწუხაროდ, "ალანიაში" ჯერ ვერ გაიფორმეს გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე.

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონის პირველი ოფიციალური გოლი ახალ სეზონში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული