ისევე, როგორც წინა კვირას გამართული შეხვედრა, მათთვის და მათი გუნდისთვის ეს დღე მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა - ლატვიური "დაუგავა" შინ შვედურ "ელფსბორგთან" 0:4 განადგურდა, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი კატასტროფული სხვაობით, 1:11 დათმო. ჩიხრაძემ სრულად ითამაშა, ღონღაძე კი შესვენებაზე შეცვალეს.
* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში "მორდოვიამ" "ენისეის" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. "მორდოვიას" მცველმა აკაკი ხუბუტიამ გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
მან შეუცვლელად ითამაშა
ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" სტუმრად 1:5 განადგურდა ტულის "არსენალთან". "სკა-ენერგიას" რიგებში გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი გიორგი ნავალოვსკი კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.
ნალჩიკის "სპარტაკმა" ვლადიკავკაზის "ალანია" მიიღო და დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით სირაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა.
* * *
ბერლინის "ჰერტამ" საკონტროლო მატჩში იტალიურ "პალერმოს" 2:1 სძლია. გერმანელთა შემადგენლობაში ლევან კობიაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა.
ვეტერანმა ქართველმა უნივერსალმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, "ჰერტამ" კი ალექსანდერ ბაუმიოჰანის დუბლით გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"