ლადო დვალიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატშიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონური ექსტრაკლასას II ტურში ლადო დვალიშვილის ვარშავის "ლეგიამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "პოგონი", ერთი გოლი ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა.

ქართველი ლეგიონერი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა მარეკ საგანოვსკის ნაცვლად, როცა სტუმრები 1:0-ს იგებდნენ. უკვე ორ წუთში ჩვენებური მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

მალე "ლეგიამ" კიდევ გაიტანა, "პოგონი" კი 10 კაცის ამარა დარჩა. 83-ე წუთზე კი ლადომ თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონატში. საგოლე პასი მას ესტონელმა დებიუტანტმა ჰენრიკ ოიამაამ გადაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დაჰყო, დვალიშვილი ყველაზე მეტჯერ,
4-ჯერ დაემუქრა მეტოქის კარს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლადო დვალიშვილის გოლმა "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული