ლეგიონი: დვალიშვილის გოლი, ანანიძე სასტარტოში და ყენიას დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში "როსტოვმა" "ტომს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

ჯანო ანანიძემ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველმა ნახევარმცველმა ახალი გუნდის მაისურით პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. იგი 71-ე წუთზე შეცვალეს.

სამარის "კრილია სოვეტოვმა" მახაჩყალის "ანჟი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მასპინძელთა რიგებში ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გია გრიგალავა სათადარიგო იყო.

ყაზანის "რუბინი", რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს, გროზნის "ტერეკს" ეწვია და უგოლოდ დაუზავდა. ქართველი მცველი სტუმართა თადარიგში იყო.

რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიამ" "მორდოვია" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა შორის გიორგი
ნავალოვსკიმ
ითამაშა, ხოლო სტუმართა რიგებში - აკაკი ხუბუტიამ. ორივე მათგანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

0:0 დასრულდა "სიბირისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" შეხვედრა. დავით სირაძე "სპარტაკის" შემადგენლობაში მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

"გაზოვიკისა" და ტულის "არსენალის" დაპირისპირება 2:2 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ზურაბ არზიანმა 65-ე წუთიდან ითამაშა.

უკრაინულ პრემიერლიგაში "ილიჩევეცი" "მეტალისტს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მარიუპოლელთა შემადგენლობაში დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

"დნიპრომ" "ზარია" მიიღო და 1:3 დამარცხდა. დნეპროპეტროვსკელთა რიგებში მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ჯაბა კანკავამ, ლუგანსკელთა სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ჯაბა ლიპარტია კი 69-ე წუთზე შეცვალეს.

"ლეგიას" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა ვლადიმერ დვალიშვილმა. მისმა გუნდმა სტუმრად "პოგონი" 3:0 გაანადგურა, ქართველი თავდამსხმელი კი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა და მატჩის 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიუსელდორფის "ფორტუნას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლევან ყენიამ. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში მისმა გუნდმა სტუმრად "კიოლნთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

"ფორტუნა" მე-12 წუთზე დაწინაურდა, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, "კიოლნმა" კი ანგარიში 67-ეზე გაათანაბრა.

დანიის სუპერლიგის მეორე ტურში "ორჰუსმა" სტუმრად 2:0 სძლია "ვესტსიელანდს". სამი ორჰუსელი ქართველიდან მოედანზე მხოლოდ დავით სხირტლაძე იყო, რომელმაც სრულად ითამაშა.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" "კუოპიოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 2:2. "ინტერის" შემადგენლობიდან ერთი გოლი ირაკლი სირბილაძის ანგარიშზეა.

ქართველმა ფორვარდმა შეხვედრის 31-ე წუთზე მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახადა.

საკონტროლო მატჩში იტალიურმა "ემპოლიმ" 3:0 სძლია "ტუტოკუოს". შეხვედრის ბოლო გოლი 87-ე წუთზე ლევან მჭედლიძემ გაიტანა.

შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "ქაშიმფაშამ" სპარინგში 1:0 დაამარცხა "ესქიშეჰირსფორი". თურქეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ საკმაო დროა - სუპერლიგა სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემოგევლე ლევან ათამაშდი რა
giorgi kaxishvili
16:34 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული