"ჩვენ არ გვჭირდება ლეო მესი, ჩვენ გვყავს გიო ნომერი 11". გიო ანუ გიორგი
ვერ გამართლებული იმედები
იმ სეზონში ჭანტურიამ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა, პედერსენი 25 მატჩითა და 5 გოლით გამოირჩა. მართალია, ორივემ გამოიჩინა თავი ნეკ-ის წინააღმდეგ დერბიში, რასაც არნემში განსაკუთრებულად აფასებენ, მაგრამ დრო გადიოდა და ბიჭები იმ დონეზე ვერ თამაშობდნენ, რომ ისინი გუნდში შეენარჩუნებინათ.
აი, ასე ჭანტურია და პედერსენი ნელნელა გაქრნენ "ვიტესის" "რადარიდან", პედერსენმა ნორვეგია (ვოლერენგა) და დანია (ოდენსე) მოიარა იჯარით, ხოლო ჭანტურია რუსეთში (ალანია) წავიდა.
რუსული მემკვიდრეობა
პედერსენის დაბრუნებაში მთავარი როლი ბრაზილიელი ჟონათან რეისის ტრავმამ ითამაშა, პედერსენი გაკვირვებულია, რომ უკან დააბრუნეს. ჭანტურიასთვისაც სიურპრიზი იყო "ვიტესში" დაბრუნება. საქმე იმაშია, რომ რუსეთში თამაშისას გიორგის სერიოზული დისკვალიფიკაცია მისცეს. ჭანტურია მოსკოვის "დინამოსთან" თამაშში სერიოზულ ჩხუბში მონაწილეობდა. ფიფას უნდა განეხილა, რუსთა მიერ დადებული დისკვალიფიკაციის (8 თამაში) საკითხი.
"ერთი ათჯერ მაინც მაქვს ის კადრები ნანახი. არ იყო ჩემი ბრალი! მე არ მოვახდინე კონფლიქტის პროვოცირება. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი არ იყო კარგი საქციელი. ეს კარგად გავითავისე, დავწყნარდი და მომავალში აღარ გამეორდება", - აცხადებს "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ჭანტურია.
ჭანტურია და როისტონ დრენტე
"მას მერე დავქორწინდი, გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. ის, რაც რუსეთში მოხდა, "ვიტესში" არ განმეორდება. უკვე დიდი ბიჭი ვარ. საბედნიეროდ, ახლა აღარ მომიწევს ჩემთვის სადილის მომზადება. ახლა უკვე ოჯახი ერთად დავდივართ როტერდამში, დრენტეს ოჯახის მოსანახულებლად. როისტონს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით ვლადიკავკაზში. მას ირგვლივ ძალიან კარგი ხალხი ახვევია, ბიძები, დეიდები, მე მათთან ურთიერთობა მომწონს. მათ ჩემზე იზრუნეს, როცა ვლადიკავკაზში ჩავედი. როისტონი საოცრად კარგი ადამიანია, მოედანზე ის ნამდვილი "მკვლელია", ისე კი გულღია და სამეგობრო ბიჭი".
სკანდინავიური გოლები
ჭანტურია "ალანიაში" გადავიდა და იქ რაც შეემთხვა, უკვე მოგახსენეთ. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. აი, პედერსენმა კი ორ გუნდში მოასწრო თამაში. სამშობლოში მან 8 გოლი გაიტანა, დანიაში - 7.
"კარგი გადაწყვეტილება იყო ამ ორ კლუბში იჯარით თამაში. სულ სასტარტოში ვიყავი და ტრავმები არ მაწუხებდა. დრო მომეცა, რომ პროფესიულად წინ წავსულიყავი. ახლა ჩემი მიზანი თავის აქ გამოჩენაა", - ამბობს პედერსენი.
შეძლებენ კი ჯონათან რეისი, მაიკ ჰავენაარი და მაგნუს პედერსენი ინგლისში წასული ვილფრიდ ბონის შეცვლას?
"მე ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც შეუძლია დაგპირდეთ, რომ 31 გოლს გაიტანს ამ სეზონში. მე მსურს, ჩემი პოტენციალი გამოვავლინო, ვანახო ყველას რომ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. გოლი "ჰერაკლესთან" პირველივე ტურში აშკარად დამეხმარება", - აცხადებს ნორვეგიელი შემტევი.
ჩვენი ბოსი მერაბი და ბოსი
მართალია, "ჰერაკლესთან" მატჩში ჭანტურიამ ვერ გაიტანა, მაგრამ მას რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. მას მხოლოდ თამაშის წინ უთხრეს, რომ ითამაშებდა. გიორგის ეგონა, რომ რუსული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში გადმოყვებოდა.
"მე არ ვიცოდი, რომ თამაში მომიწევდა, პირველ 7 ტურში თავი დისკვალიფიცირებული მეგონა. პრეზიდენტმა თამაშის წინ მითხრა, რომ მოედანზე გასვლა შემეძლო. მას ძალიან უნდა ჩემი დახმარება და გადაურეკა მეგობრებს, საქმეც მოაგვარა. ვის დაურეკა? წარმოდგენა არა მაქვს. ის ჩვენი ნამდვილი ბოსია".
- პეიტარ ბოსი? ("ვიტესის" მთავარი მწვრთნელი) - "არა, მერაბი. ეს მერაბმა მომიგვარა საქმე. მოხარული ვარ, რომ "ვიტესში" დავბრუნდი. განსაკუთრებით მახარებს, რომ ისევ შემიძლია გურამ კაშიასთან და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად თამაში. მე მათ მეგობრებსაც კი ვერ ვუწოდებ - ვაკოს 11 წლის ასაკიდან ვიცნობ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. გურამი კი ყოველთვის მაგალითი იყო ჩემთვის, ის ნამდვილი პროფესიონალი. ისინი ჩემი ძმები არიან", - ყვება ჭანტურია.
ორივეს კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აქვს "ვიტესთან", "ვფიქრობ, რომ ამ სეზონს "ვიტესში" ვითამაშებ" - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი, ნორვეგიელი კი დასძენს: "100%-ით დარწმუნებული არა ვარ, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ღიაა, მაგრამ, ვფიქრობ ბოსს ჩემი იმედი აქვს". - ვის, მერაბს? "არა, ბოსს, პეიტარ ბოსს, მწვრთნელს"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაყვა
პირველად ჰოლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში: სამი ქართველი ძირითადში [VIDEO]
რომ ამ ჟურნალისების დ....ი!
ისეთ რამეებს დაწერენ რისი აზრზეც არ არიან რომ მოიზიდონ მკითხველი