კახა ცხადაძე: ფორვარდის დასამატებლად მოლაპარაკებაში თავად ვმონაწილეობ

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგის I ტურის მატჩში ბაქოს "ინტერი", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, "ყარაბახთან" 1:2 დამარცხდა. ტურის ცენტრალურ თამაშში ქართველ ფეხბურთელებს თავი არ გამოუჩენიათ.

მატჩის შემდეგ მედიას ცხადაძე წარუდგა:

"ძალიან კარგი გამოვიდა, ასეთი ასპარეზობით არ უნდა წაგვეგო. მაგრამ "ყარაბახის" ფეხბურთელთა ოსტატობა ჩვენსაზე მაღალი აღმოჩნდა. არ გამოგვდიოდა დამაგვირგვინებელი პასი.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დროა და გაძლიერება გვჭირდება. კონკრეტულად კარგი ფორვარდი არ გვაწყენდა. რამდენიმე ფეხბურთელთან მიდის მოლაპარაკება, რომელშიც თავადაც ვარ ჩართული და იმედი მაქვს, რომ კარგი ტრანსფერი შედგება"
, - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ,
რომ ცხადაძის გუნდში 4 ქართველი ლეგიონერია: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე. ეს ორი უკანასკნელი კი ფორვარდია.

ასევე იხილეთ:
ქართველები უცხოეთში: ახლებური ფორმატით და ჭაბურღილი მესამე ადგილისათვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული