ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]

AutoSharing Option
25 აგვისტოს ბუნდესლიგის მეორე ლიგაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

დიუსელდორფის "ფორტუნამ" საკუთარ მოედანზე "ბოხუმს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლომის წილი გამარჯვების გოლში ქართველ ფეხბურთელ ლევან ყენიას მიუძღვის.

მან ბრწყინვალე სოლო-რეიდის წყალობით თანაგუნდელს გადააწოდა ბურთი, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ კარში გადაეგზავნა ის, რადგან ყენიას მცველები და მეკარე უკვე "გაბრუებული" ჰყავდა.

"ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ არაფერი მახსოვს. ძალიან გამიმართლა, სოლო-რეიდს არ ვაპირებდი, - ასე შეაფასა მატჩის შემდეგ თავისი გარჯა ყენიამ. - ძალიან ბედნიერი ვარ. კარგად ვითამაშე, მაგრამ
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნა".


აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვალეს.

ყენიას შექმნილ მომენტზე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

"მის ადგილზე
10-დან 8 კარში დაარტყამდა - როგორც წესი, ასეთ დროს უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს ვერ ამჩნევ. ყენიამ კი ის დაინახა, რაც მის მაღალ პროფესიონალურ დონეზე მეტყველებს.

ქართველი მოედანზე "ფორტუნას" ლიდერი იყო. შესვენების შემდეგ დაღლა დაეტყო, ამას მცირე ტრავმაც დაემატა და ამიტომ შევცვალეთ".


თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტრავმა იმდენად სერიოზული არაა, რომ პარასკევს თამაში ვერ შეძლოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ლევან, უფალმა დაგლოცოს და სულ გამარჯვებით გატაროს, შენი დიდი იმედი გვაქვს, რომ გვასახელებ ევრიპაში.
gizog
19:04 26-08-2013
0

სიახლეები პოპულარული